fbpx
მსოფლიოnewsსაზოგადოება

უმდიდრეს შვეიცარიაში უფასო საკვების მისაღებად მოსახლეობა და მიგრანტები კილომეტრიან რიგში ჩადგნენ

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში – შვეიცარიაში, ჟენევაში, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო საკვების უფასოდ დარიგება დაიწყეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„1000-ზე მეტმა ადამიანმა უფასო საკვების მისაღებად ჟენევაში რიგი დაიკავა. ეს ხაზს უსვამს, თუ რამხელა გავლენა აქვს პანდემიას ღარიბ და დოკუმენტების არმქონე მიგრანტებზე, თუნდაც -მდიდარ შვეიცარიაში“, – წერს გამოცემა.

ყინულის მოედნის მახლობლად ხალხი 1-კილომეტრიან რიგში ჩადგა. მოხალისეემა მათ 1500 სასურსათო შეფუთვა გადასცეს. ადამიანებმა რიგი ჯერ კიდევ დილის 5 საათიდან დაიკავეს.

შვეიცარიაში, რომლის მოსახლეობაც 8.6 მილიონია, 2018 წლის მონაცემების მიხედვით, 660 000 ადამიანი ღარიბია. მათ შორის უმეტესობა მარტოხელა მშობელი ან განათლების დაბალი დონის მქონე ადამიანები არიან, რომლებმაც სამსახური ვერ იშოვეს. ამავე მონაცემების თანახმად, 1.1 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარზეა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close