მსოფლიოჩვენი ფავორიტისაქართველო

დასახელდა პანდემიის დასრულების ვადები საქართველოსა და მსოფლიოში

სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მონაცემთა მართვის ინოვაციების ლაბორატორიის მეცნიერები, ახალი პროგრამის ფარგლებში, გამუდმებით აწარმოებენ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების მონიტორინგს. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა საფუძველზე, მათ შექმნეს მოდელი, რომელიც პროგნოზირებს, როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია სწრაფად იცვლება, მოდელის პროგნოზებიც ყოველდღიურად ახლდება.

პროგნოზი გამოქვეყნდა ვებგვერდზე ddi.sutd.edu.sg.

ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით – 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი – 2020 წლის 28 ივლისს.

იტალიაში პანდემია, 97%-იანი ალბათობით, 9 მაისს უნდა დასრულდეს, 99%-იანი ალბათობით – 23 მაისს, 100%-იანი ალბათობით კი – 31 აგვისტოს.

საბერძნეთს რაც შეეხება, სინგაპურელი მეცნიერების პროგნოზირების მოდელის თანახმად, პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 8 მაისს უნდა დასრულდეს, 99%-იანი ალბათობით – 23 მაისს, 100%-იანი ალბათობით კი – 11 ივლისს.

ესპანეთში კი პანდემიის დასრულება 97%-იანი ალბათობით მიმდინარე წლის 2 მაისისთვის არის მოსალოდნელი, 99%-იანი ალბათობით – 13 მაისს, 100%-იანი ალბათობით კი – 2020 წლის 2 აგვისტოს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს – კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოს – სინგაპურელი მკვლევარების პროგნოზირების პროგრამის თანახმად, პანდემია 97%-იანი ალბათობით 15 მაისს დამთავრდება, 99%-იანი ალბათობით – 28 მაისს, 100%-იანი ალბათობით – 9 სექტებერს.

 

სინგაპურელ მკვლევართა პროგნოზით, 27 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში 97-პროცენტიანი ალბათობით უნდა დასრულდეს 2020 წლის 30 მაისისთვის, 99-პროცენტიანი ალბათობით – 16 ივნისს, 100-პროცენტიანი ალბათობით კი – 1-ლი დეკემბრისთვის.

აღნიშნულია, რომ კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა მცირე ცდომილებას შეიცავდეს. აღწერაში ასევე განმარტებულია, რომ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

მანანა ბანძელაძე

ყველა ქვეყნის შესახებ პროგნოზი შეგიძლით ნახოთ აქ: When Will COVID-19 End

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close