მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები
მოსკოვში ფანჯრიდან გადმოვარდნილი კაცი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს (ვიდეო)
მოსკოვში პოლიციამ გადაარჩინა კაცი, რომელიც მე-15 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცმა ფანჯრის რაფაზე სელფის გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ გადავარდა. იგი კარნიზს მოეჭიდა. ბინაში მყოფმა ქალმა კაცის გადარჩენა სცადა, თუმცა ძალა არ ეყო. მეზობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. გადარჩენილი და მისი მასპინძელი ქალი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს.
imedinews.ge
კომენტარები