მსოფლიოქართველები უცხოეთში

ვრცელდება ინფორმაცია ათენსა და მადრიდში საქართველოს 2 მოქალაქის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ

ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„​საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ​საქართველოს მოქალაქე მადრიდშიც დაინფიცირდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მადრიდშივე იმყოფება ინფიცირებულის ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად იზოლაციაშია.

„მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, ამავდროულად, გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახსა და კლინიკასთან“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში.

როგორც ცნობილია, დღეიდან საგანგებო ვითარება მოქმედებს მთელ ესპანეთში კორონავირუსის გამო, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის 5232 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 133 ლეტალური შედეგით დასრულდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქ მადრიდშია. პრევენციული ღონისძიებების მიზნით დაიკეტა ბარები, რესტორნები, მაღაზიები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული დაწესებულებები და ა. შ. – სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close