უკრაინის მოქალაქე 66 წლის ქალი გარდაიცვალა იტალიაში, ბრეშიის პროვინციის ქალაქ კიარის საავადმყოფოში (ლომბარდიის რეგიონი) კორონავირუსისგან გამოწვეული დაავადების გამო. ინფორმაცია 13 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.
Сьогодні в італійській провінції Брешіа померла українка, в якої раніше діагностували коронавірус. МЗС України висловлює щирі співчуття родичам та близьким. pic.twitter.com/50j6d7p7xX
— MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) March 13, 2020
წინა დღით კი, 12 მარტს იტალიაში უკრაინის დიასპორის აქტივისტმა ოქსანა ფედკივმა თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ 1954 წელს დაბადებული უკრაინელი რაისა მალიშევა, რომელიც ლეგალურად მუშაობდა ქალაქ როვატოში (ბრეშიის პროვინცია), 4 დღის წინ კიარის (Chiari) საავადმყოფოში მოათავსეს კორონავირუსზე ეჭვით. ფედკივის ინფორმაციით, დიაგნოზი დადასტურდა და ქალი რეანიმაციაში იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში.
რაისა მალიშევას გარდაცვალების შესახებ იტალიის უკრაინული დიასპორის აქტივისტი ოლეს გოროდეცკიც წერს თავის ფეისბუქგვერდზე და მწუხარებას გამოთქვამს თანამემამულის გარდაცვალების გამო.
ეს უკრაინის მოქალაქის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. პირველ შემთხვევაზე უკრაინამ ცოტა ხნის წინ განაცხადა – დიღუპა ქალი ჟიტომირის ოლქში, რომელიც საავადმყოფოში ხუთშაბათს მოათავსეს.
უკრაინაში კორონავირუსის გამო 12 მარტიდან 3 აპრილამდე შეწყდა სწავლა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო 17 მარტიდან ორი კვირით შეიზღუდება ავიამიმოსვლა ყველა ქვეყანასთან, 16 მარტიდან 30 მარტამდე კი უცხოელებისთვის უკრაინის საზღვარი მთლიანად დაკეტილი იქნება.
დღეის მდგომარეობით უკრაინის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ერთი, როგორც აღვნიშნეთ, ლეტალური შედეგით დასრულდა.
კომენტარები