მსოფლიომედიცინა

მეცნიერება წნეხის ქვეშ – კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მაშინ, როდესაც მსოფლიო შენს იმედზეა

უკვე შექმნილია ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის 20-მდე კანდიდატი

ფარმაცევტული კომპანიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რაც შეიძლება სწრაფად მუშაობენ.

სცენის მიღმა, მეცნიერები და სამედიცინო ექსპერტები შიშობენ, რომ ვაქცინისთვის დაწყებული რბოლა ზოგიერთი პაციენტისთვის შეიძლება სიტუაციის გაუარესებით დასრულდეს, ვირუსისგან პრევენციის ნაცვლად.

თებერვლის შუა რიცხვებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ სპეციალურ შეხვედრაზე, რომელზეც ახალ კორონავირუსთან კოორდინირებულ გლობალურ რეაგირებაზე იმსჯელეს, მთავრობათა მიერ დაფინანსებული ინსტიტუციების წარმომადგენელი მეცნიერები და მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები შეთანხმდნენ, რომ საფრთხე ძალიან დიდია და ვაქცინის შემქმნელებმა სწრაფად უნდა დაიწყონ ცდები ადამიანებზე, ცხოველთა ტესტირების დასრულებამდე.

ფარმაცევტულ კომპანიებსა და სამედიცინო კვლევით ცენტრებზე ზედამხედველობა ეროვნულ რეგულატორთა ხელშია. მათ შორის ყველაზე გავლენიანია აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), რომელიც აცხადებს, რომ ის თანხმობაშია კონსენსუსთან და არ ადგას დაჩქარებული ტესტირებების გეგმების გზას.

„როდესაც საჭიროა პასუხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაუდებელ სიტუაციაზე, როგორიც არის თუნდაც ახალი კორონავირუსი, ვგეგმავთ, ვიყოთ მოქნილი მარეგულირებელი და მხედველობაში მივიღოთ ყველა მონაცემი კონკრეტულ ვაქცინათა პლატფორმის შესახებ“, – აღნიშნა FDA-ს პრესსპიკერმა. სააგენტოს კომენტარი არ გაუკეთებია ვაქცინის გაძლიერების ტესტირებაზე ცხოველებში.

კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელებს მაინც ესაჭიროებათ რუტინული ცდების ჩატარება ცხოველებზე, რათა დარწმუნდნენ, რომ თავად ვაქცინა ტოქსიკური არ არის და იმუნურ სისტემას ვირუსზე რეაგირებაში ეხმარება.

კლინიკური ცდები

ფარმაცევტული კომპანიებისა და კვლევითი ინსტიტუციების მიერ ამჟამად უკვე შექმნილია კორონავირუსის ვაქცინის 20-მდე კანდიდატი. შემქმნელებს შორის არიან აშშ-ის გიგანტი Johnson & Johnson-ი და საფრანგეთის Sanofi SA. აშშ-ის მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინებისა და პრეპარატების შესაქმნელად 3 მილიარდი დოლარი გამოყო.

გააგრძელე კითხვა აქ: https://1tv.ge/news/mecniereba-wnekhis-qvesh-koronavirusis-vaqcinaze-mushaoba-mashin-rodesac-msoflio-shens-imedzea/

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close