საქართველოსაზოგადოებასპორტი

6 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო რომიდან – ასპარეზობა ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა

რომში, ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) სამი ოქროს მედალი მოიგო.

ძალოსანმა ატაცში 200, 210 და 215 კგ დაძლია და ჩემპიონი გახდა.

აკვრაში მისი შედეგი 235, 245 და 255 კგ იყო და აქაც ჩემპიონობა იზეიმა.

ორჭიდის ჯამში დაძლეული 470 კგ-ით საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე რომის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია.

ჩვენი ქვეყნის ღირსებას რომში გამართულ მსოფლიო თასზე 4 ძალოსანი იცავდა. საქართველოს ნაკრებს ჯამში 11 მედალი დაუგროვდა: 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო: 3 ოქრო ლაშა ტალახაძისგან, 3 ოქრო ანტონ პლესნოისგან, 3 ვერცხლი შოთა მიშველიძის ანგარიშზეა, ხოლო 2 ბრინჯაო გოგა ჩხეიძემ მოიპოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close