news

ულამაზესი წყვილის „თავადური“ ქორწილი – სასურველი სასიძო დაოჯახდა

ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილე, მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი თავის  რჩეულზე – მაიკო ვაწაძეზე დაქორწინდა. საქორწილო სუფრა რესტორან „თავადურში“ გაიშალა. მიწვეულმა სტუმრებმა, წყვილის მეგობრებმა და ახლობლებმა, შოუბიზნესის წარმომადგენლებმა შესანიშნავი საღამო გაატარეს.

ანდრიას და მაიკოს სიყვარულის ისტორია თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო, სპეკტაკლიდან – „მუნჯი ახმედი და ზღვა“ (გიორგი არაბულის საკურსო სპექტაკლი გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით – „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“), რომელშიც ისინი შეყვარებულ წყვილს თამაშობდნენ. ოთხი წლის შემდეგ მათი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა.

„სცენაზე ერთმანეთს პარტნიორობას პირველად ვუწევდით, შეყვარებულ წყვილს ვთამაშობდით. მაიკოს მიმართ სიმპათია ყოველთვის მქონდა და ამ როლის შესრულებაც არ გამჭირვებია. შემდეგ ქორეოგრაფიულ დადგმაში მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც „რომეო და ჯულიეტას“ მოტივებზე იყო აგებული. ერთი სიტყვით, სცენურმა სიყვარულმა რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა“, – ამბობს ანდრია.

წყვილმა თაფლობის თვე იტალიაში გაატარა – მზის, ხელოვნების და სიყვარულის ქვეყანაში. სიყვარულით და ბედნიერებით სავსე ოჯახი ვუსურვოთ ანდრიას და მაიკოს.

ქეთი კვირკველია

იხ. ფოტოგალერეა:

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close