მსოფლიო

ყველაზე „საცობებიანი“ ქალაქების ტოპ-ათეული

ამერიკულმა კომპანია INRIX-მა მსოფლიოს 38 ქვეყნის 1360 ქალაქის გზებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ყოველწლიური გამოკვლევა ჩაატარა და, შედეგების მიხედვით, მსოფლიოს იმ ცნობილი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც 2017 წელს ყველაზე დიდი საცობები იყო.

Photo: Los Angeles Times

რეიტინგის ძირითადი კრიტერიუმია საშუალო დრო, რომელიც მძღოლებმა 2017 წელს საცობებში გაატარეს. უნდა ითქვას, რომ წლევანდელი რეიტინგის პირველ ათეულში ისევ ის ქალაქებია, რომლებიც შარშანდელ რეიტინგში იყო, მცირედი ადგილმონაცვლეობით. როგორც შარშან, წელსაც ლოს-ანჯელესი ლიდერობს, თუმცა ამ ქალაქის გზებზე მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა და თუ შარშანდელ რეიტინგში  მძღოლების მიერ საცობებში წელიწადში (2016 წელს) საშუალოდ გატარებული დრო 104 საათი დაფიქსირდა, 2017 წლის ეს მაჩვენებელი 2 საათით შემცირდა. მეორე-მესამე ადგილებს მოსკოვი და ნიუ-იორკი იყოფენ, ამასთან, მოსკოვის „საცობების წლიური საშუალო დრო“ იგივეა, რაც შარშან, ხოლო ნიუ-იორკისა კი – 2 საათით გაიზარდა და წლეულს 91 სთ შეადგინა.

იხილეთ INRIX-ის  რეიტინგის „ტოპ-ათეული“:

1.  ლოს-ანჯელესი, აშშ (102 საათი)

2.  მოსკოვი, რუსეთი (91 საათი)

3.  ნიუ-იორკი, აშშ (91 საათი)

4.  სან-პაულუ, ბრაზილია (86 საათი)

5.  სან-ფრანცისკო, აშშ (79 საათი)

6.  ბოგოტა, კოლუმბია (75 საათი)

7.  ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (74 საათი)

8.  ატლანტა, აშშ (70 საათი)

9.  პარიზი, საფრანგეთი (69 საათი)

10.  მაიამი, აშშ (64 საათი)

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე:  http://inrix.com/scorecard/

p. s. კვლევაში არ მოხვდნენ არც თბილისი და არც ათენი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close