ინგლისურ და იტალიურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებს დემენციის განსხვავებული სიმპტომები აქვთ
ინგლისურ და იტალიურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებს დემენციის განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სან-ფრანცისკოს კალიფორნიული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.
კვლევაში 20 ინგლისურენოვანი და 18 იტალიურენოვანი პაციენტი მონაწილეობდა. ორივე ჯგუფს აღენიშნებოდა პირველადი პროგრესირებადი აფაზია – ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც მეტყველების აშლილობის სახით გამოიხატება.
მეცნიერების მტკიცებით, როდესაც კვლევაში მონაწილე ინგლისურენოვანი პაციენტები გარკვეული სიტყვების წარმოთქმისას პრობლემებს აწყდებოდნენ, მათთან, ვისი მშობლიურ ენაც იტალიური იყო, ასეთი პრობლემები არ ყოფილა, თუმცა იტალიურენოვანი პაციენტები უფრო მოკლე და მარტივ წინადადებებს აყალიბებდნენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ მათი კვლევა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა, ვინაიდან ამ სფეროში დიაგნოსტიკის კუთხით არსებული კრიტერიუმები ინგლისურენოვან პაციენტებზე დაკვირვების საფუძველზეა ჩამოყალიბებული.
„ჩვენი აზრით, ეს განსხვავება უკავშირდება იმას, რომ ინგლისურ ენაში წინადადების უფრო რთული კონსტრუქციები გამოიყენება, რაც სიბერეში ადამიანების ნაწილს სირთულეებს უქმნის. იტალიური ენის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის პროფესორი მარია ლუიზა ჰორნო-ტემპინი.
imedinews.ge
კომენტარები