მსოფლიოპოლიტიკა

ამერიკული მედია – უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა

ამერიკული მედიის ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სიბიესის“ ინფორმაციით კი, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა. მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსული საზენტიო-სარაკეტო კომპლექსის, „ტორის“ რაკეტა დაასახელა.

სიბიესი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ სატელიტმა ორი რაკეტის გაშვების ინფრაწითელი შუქი დააფიქსირა, რის შემდეგაც რადარზე კიდევ ერთი აფეთქების გამოსახულება გამოჩნდა.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. თავის მხრივ, ავიაკომპანია „უკრაინულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა და რაიმე ხარვეზი დაფიქსირებული არ ყოფილა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close