მსოფლიოტექნოლოგიებიკულტურა

ბეთჰოვენის ბოლო სიმფონიას ხელოვნური ინტელექტი დაასრულებს

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გარდაცვალების შემდეგ 1827 წელს იპოვეს ფრაგმენტები, რომელსაც კომპოზიტორის მე-10 სიმფონია უწოდეს. კომპოზიტორს არ დაუტოვია ჩანაწერები თავისი იდეის შესახებ, ამიტომ უცნობია, როგორი უნდა იყოს სიმფონიის მელოდია. მეცნიერებმა გადაწყვიტეს სიმფონიის დასრულება ხელოვნურ ინტელექტს მიანდონ. თუ პროექტი განხორციელდება, მაშინ მსოფლიო ახალ შედევრს მიიღებს. 

საერთაშორისო პროექტში მუსიკათმცოდნეები და პროგრამისტები მონაწილეობენ. ისინი სპეციალურად შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ, რომელიც ბეთჰოვენის შემოქმედების მკვლევარი იქნება. მისი ამოცანა კომპოზიტორის ტვინის მუშაობის სისტემატიზაცია იქნება, რაც ბეთჰოვენის ჩანაფიქრის პროგნოზირებაში დაეხმარება.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ბეთჰოვენის მე-10 სიმფონია შესაძლოა 2020 წლის აპრილში ბონში, კომპოზიტორის სამშობლოში გამართულ კონცერტზე აჟღერდეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close