მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ავსტრალიაში ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციისთვის სენსორული დანადგარი შექმნეს (ვიდეო)

ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი სენსორული დანადგარი EDNA, რომელიც პაციენტებს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში დაეხმარება. ცდებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების შემდეგ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდა.

აპარატი EDNA პაციენტებმა ინსულტის შემდეგ უნდა გამოიყენონ. დანადგარს აქვს სენსორული ეკრანი და მანიპულატორების ნაკრები. მისი დახმარებით პაციენტს შეუძლია სხვადასხვა სირთულის თამაშები ითამაშოს. ეს თამაშები პაციენტს ტვინთან ნეირონული კავშირის აღდგენაში ეხმარება.

დანადგარი იმით არის უნიკალური, რომ ექიმს პაციენტის დატვირთვის რეგულირება შეუძლია.

„პლატფორმა EDNA – ეს არ არის მხოლოდ თამაშების ნაკრები, ეს არის უნიკალური დანადგარი, რომელიც უზურნველყოფს უკუკავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ პლატფორმა გრძნობს პაციენტს, აფიქსირებს მის პროგრესს და ართულებს დავალებას“, – აცხადებს EDNA-ს ავტორი ჯონათან დაკვორტი.

imedinews.ge

ამავე თემაზე: ახალ მოწყობილობას შეუძლია ინსულტი 30 წამში გამოავლინოს 92%-იანი სიზუსტით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close