ქართველები უცხოეთშისპორტი

შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სეზონზე მესამე ჯილდო მოიგო

ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ მიმდინარე სეზონში გუნდს მესამე ტიტული მოაგებინა.

ქვეყნის ჩემპიონატსა და თასზე გამარჯვების შემდეგ არველაძის გუნდი ლიგის თასის მფლობელი გახდა. „ფახთაქორმა“ ფინალურ შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვა AGMK-სთან, ანგარიშით 6:2.

არველაძის გუნდი ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ჯერ „კოკანდი“ დაამარცხა ანგარიშით 4:2, შემდეგ კი „შორტანს“ მოუგო (3:0).

„უზბეკეთის ლიგის თასის ფინალში გამარჯვებით, მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოვიპოვეთ. ვამაყობ ჩემი გუნდით და სამწვრთნელო შტაბით. მადლობას გიხდით, გულშემატკივრობისთვის!“ – დაწერა შოთა არველაძემ თავის ფეისბუქგვერდზე.

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შოთა არველაძე უკვე ორი წელია მუშაობს. მას არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა ეხმარებიან ასისტენტების რანგში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close