იტალიაკრიმინალიპოლიტიკასაზოგადოება
ჰოლოკოსტს გადარჩენილ სენატორს იტალიაში მოკვლით ემუქრებიან
ჰოლოკოსტს გადარჩენილი 89 წლის იტალიელი ლილიანა სერჟი. რომელსაც, ამავე დროს, სამუდამო სენატორის წოდება აქვს, პოლიციას დაცვის დანიშვნას სთხოვს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ მედიაში მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლილიანა სერჟი 13 წლის იყო, როდესაც აუსშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ქალი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ანტისემიტური შეტყობინება მიიღო. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სენატორის რანგში ლილიანა სერჟმა პარლამენტს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის შექმნისკენ მოუწოდა.
სენატორის ამ შუამდგომლობას მემარჯვენე პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს, თუმცა ის მაინც დაკმაყოფილდა. შუამდგომლობა ითვალისწინებს იტალიაში საგანგებო კომისიის შექმნას, რომლის მიზანიც რასიზმის, ანტისემიტიზმის ყველა ფორმის, სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
imedinews.ge
კომენტარები