მსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნებასაქართველო
ნიუ-იორკის ფესტივალზე ზუგდიდელმა მომღერალმა გაიმარჯვა (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში ყოველწლიურ ფესტივალზე ქართველმა თამუნა ლილუაშვილმა გაიმარჯვა. ახალგაზრდა მომღერალი „ნიუ-იორკის მარგალიტი 2019“-ის პირველი ადგილის და გრან პრის მფლობელი გახდა. მან აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოიპოვა იტალიისა და ლატვიის საგზურები.
თამუნა ლილუაშვილი ზუგდიდელი ახალგაზრდა მომღერალია, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „რიბირაბოს“ ანსამბლ „გინცის“ სოლისტია.
ის ქართულ მუსიკალური პროექტებშიც მონაწილეობდა, მათ შორის, „X ფაქტორში“.
თამუნა ლილუაშვილმა გასულ წელს აშშ-ში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალ Golden Dream-ში გაიმარჯვა და მაშინაც გრან პრის მფლობელი გახდა.
2019 წლის ივლისში კი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში World Championships of Performing Arts – WCOPA საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
fortuna.ge
კონკურსზე გამგზავრების წინ თამუნა „იმედის დილის“ სტუმარი იყო:
კომენტარები