იტალიასაზოგადოება

იტალია: ვულკანი ეტნა ისევ ამოიფრქვა

ვულკან ეტნის ახალი ამოფრქვევა, სეისმური აქტივობის შესამჩნევი ზრდით,  დააფიქსირეს პარასკევს, 18 ოქტომბერს იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) სპეციალისტებმა. ამის თაობაზე ANSA წერს. 

მეცნიერთა მონაცემებით, 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა დღეს, დილის 3 საათსა და 6 წუთზე კატანიის პროვინციაში, სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მიწისძვრის ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 9 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დასახლებულ პუნქტებში: მილო, ძაფერანა ეტნეა და სანტ’ალფიო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცოტა მოგვიანებით ვულკანოლოგებმა დააფიქსირეს ეტნის მორიგი, სტრომბოლური ტიპის ამოფრქვევა, რომელიც ხასიათდება მცირე აფეთქებებით და ფერფლის, ვულკანური ბომბების და გავარვარებული წიდის ნამსხვრევების მძლავრი გამოტყორცნით. კატანიის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ განკარგულება გასცა, ნაწილობრივ დაეკეტათ საჰაერო სივრცე ქალაქის თავზე. აეროპორტი საათში მხოლოდ 4 ავიარეისს მიიღებს, ხოლო თვითმფრინავების გაფრენა აეროპორტიდან შეუზღუდავია და განრიგის მიხედვით მოხდება, თუმცა მოცემულ სიტუაციაში მოსალოდნელია რეისების შეფერხება.

ეტნა ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია ევროპაში. 2013 წლის ივნისში ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. 2017 წელს ვულკანის მორიგი ამოფრქვევის დროს 10 ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close