მოდა/სილამაზეnews

მარიშა ურუშაძე MARC JACOBS-ის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა

ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფაგლებში მარკ ჯეიკობსის 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. ქართველი მოდელისთვის „გუჩის“ ექსკლუზიური კონტრაქტის შემდეგ ეს ფაქტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა.

მარკ ჯეიკობსი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დიზაინერად ითვლება და ტომ ფორდის, მაიკლ კორსის, რალფ ლორენის და ოსკარ დე ლარენტას ჩვენებების შემდეგ ნიუ-იორკის მოდის კვირეული მარკ ჯეიკობსის კოლექციის ჩვენებით დაიხურა.

შოუში ჯიჯი და ბელა ჰადიდებიც მონაწილეობდნენ. მარიშას ფოტო მარკ ჯეიკობსის სოციალურ გვერდზეც გამოაქვეყნეს.

ნიუ-იორკის მოდის კვირეული 5 სექტემბერს გაიხსნა, მასში ამერიკული მოდის წამყვანი დიზაინერები მონაწილეობდნენ. შემდეგი მოდური კვირეული ევროპაში გაიმართება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close