საზოგადოებასაბერძნეთისაქართველოსპორტი

კვიპროსული მედია: ქეცბაიამ „ანართოსისში“ ხუთი ქართველი წაიყვანა

კვიპროსული საინფორმაციო წყაროების თანახმად, ფამაგუსტის „ანორთოსისში“ კიდევ ერთი ქართველი ფებბურთელი, 17 წლის მეკარე ლუკა მიქაია ითამაშებს.

ლუკა მიქაია ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა და წლევანდელ ეროვნულ ლიგაში ქუთაისელთა განაცხადში ერთხელ მოხვდა, შარშან კი – სამჯერ, თუმცა არ უთამაშია.

ლუკა მე-5 ქართველი ფეხბურთელი იქნება კვიპროსულ გუნდში. აქამდე „ანორთოსისის“ შემადგენლობაში გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იყვნენ.

რამდენიმე კვიპროსული გამოცემა გუნდიდან კაჭარავას სავარაუდო წასვლაზე წერს, თუმცა ამ ჭორებს არგუმენტები ჯერ არ გააჩნია.

sportall.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close