რას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობა

ევას სასწაულებრივი გარდაქმნა: ახლა ის „ფუმფულაა“ და ბედნიერია

ნიდერლანდების მკვიდრი 20 წლის ევა ვერმეირენი (EVA VERMEIREN) სასწაულებრივად გადაურჩა ანორექსიით გამოწვეულ სასტიკ გამოფიტვას. იგი 16 წლის იყო, როდესაც კომპულსიური (უკონტროლო) კვების დარღვევა დაეწყო. გოგონა თანდათან დაემსგავსა მოსიარულე ჩონჩხს და საბოლოოდ საავადმყოფოში ამოყო თავი.

ევა ძლიერი დეპრესიითაც იტანჯებოდა და თვითდაზიანებას მიმართავდა – სხეულს დანით ისერავდა. მის ხელებს დღემდე ატყვია ნაიარევები, მაგრამ ახლა ევას საკმაოდ „ფუმფულა“ აღნაგობა აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს. ისიც კი არ ადარდებს, რომ რამდენიმე ხნის წინ ქუჩაში ბიჭების ჯგუფმა მის დანახვაზე ღორებივით ღრუტუნი მორთო.

„მე მათ მადლობასაც კი ვეტყოდი, რადგან დამანახვეს, რომ ჯერ საკმარისად თავდაჯერებული არ ვარ და ამაზე უნდა ვიმუშაო“, – იმავე დღეს დაწერა ევამ ტვიტერში. მისი პოსტები ინტერნეტის ინგლისურენოვან მომხმარებლებს შორის საკმაოდ პოპულარულია. „დიახ, მე მსუქანი ვარ, მაგრამ გაცილებით ბედნიერი, ვიდრე ადრე ვიყავი. 5 წლის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე დაავადებას ვებრძოდი. იმდენად ძლიერად გამოვიფიტე, რომ ცალი ფეხი სამარეში მედგა. იმ დროისთვის, როცა საავადმყოფოში მოვხვდი, არა მარტო წონა მქონდა დაკარგული, არამედ საკუთარი თავის რწმენაც და სიცოცხლის სურვილიც“.

გოგონას ჯერ ბოლომდე არ დაუძლევია დაავადებები და ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ განსაცვიფრებელ პროგრესს მიაღწია. ევას თქმით, მას ახლა უკვე შეუძლია თავისუფლად იაროს სკოლასა და სამსახურში, ძალები კი ნელ-ნელა უბრუნდება. „ადრე მხოლოდ ვარსებობდი, ახლა კი სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობ და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მინდა მქონდეს ჯანმრთელი სხეული ყველა იმ თავგადასავლისთვის, რომელიც მომავალში მელოდება“.

თავის ტვიტერის გვერდზე ევა არ წერს, რატომ განუვითარდა ანორექსია და დეპრესია, მაგრამ წარსულს მისთვის უკვე დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. მის გამომწერთა უმეტესობა კი კომენტარებში ევას „ნამდვილ გმირად“ მოიხსენიებს და მხარს უჭერს.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close