მსოფლიოხელოვნებაკულტურასაზოგადოება
ლადო გუდიაშვილის ტილო „იბეიზე“ 120 ათას დოლარად იყიდება
„იბეიზე“ (EVAY) ლადო გუდიაშვილის ტილო იყიდება, სახელწოდებით „საქართველოს თეატრალური ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ (ThEATRICAL TRADITIONAL FOLKS FESTIVAL OF GEORGIA). ნამუშევრის ფასია 120 000 აშშ დოლარი.
ტილოს გამყიდველი ინტერნეტგაყიდვების პორტალზე დარეგისტრირებულია აშშ-იდან, სახელით nexusparts. აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნამუშევარი ზეთშია შესრულებული 1945 წელს. განცხადებას ახლავს ტილოს სერტიფიკატის ფოტოები. მფლობელის ინფორმაციით, ნახატი იდეალურ მდგომარეობაშია და დაზიანებები არ აღენიშნება.
კომენტარები