მოდა/სილამაზემსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასხვა

იტალიური MOSCHINO-ს ახალი სტილი მამაკაცებისთვის – მოკლე თეთრი საბალეტო კაბა და შავი ტყავის ქურთუკი

MOSCHINO-ს მოდის ჩვენებისთვის, რომელიც რომში გაიმართა, სამოდელო სახლის მთავარმა დიზაინერმა ჯერემი სკოტმა CINECITTA-ს სტუდია აირჩია. როგორც მან აღნიშნა, 2019-2020 წლების სეზონის მამაკაცის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შექმნისას მისი შთაგონების წყარო იყო რომაელი ცენტურიონები, ფილმი «LA DOLCE VITA» და გენიალური ფელინის სხვა პერსონაჟები.

„გადავწყვიტე, რომ ახალი კოლექცია რომში Cinecittà-ს ისტორიულ სტუდიაში წარმომედგინა, რადგან ჩემი მოდის ჩვენება – ეს არის ვალის მოხდა დიდებული ფედერიკო ფელინის ხსოვნის წინაშე, რომელმაც თავისი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფილმი აქ გადაიღო, – განაცხადა დიზაინერმა. – ჩემი ახალი ნამუშევრებისთვის იდეებს ვპოულობდი გენიალური რეჟისორის ნამუშევრებში და ისეთი ფილმების მთავარი გმირების დიდებულ სახეებში, როგორიცაა: „რომი“, „ტკბილი ცხოვრება“, „სატირიკონი“, „8 ½“, „კაზანოვა“ და სხვა“.

თუმცა მაყურებელსა და მოდის კრიტიკოსებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს არა ფელინის გმირების მიხედვით შექმნილმა მოდელებმა, არამედ მამაკაცმა გაუპარსავი ფეხებით ბალერინის მოკლე კაბაში (რუს. пачка, ფრანგულად Tutù, ტიულის მრავალფენიანი ფიფქისებური საბალეტო მოკლე კაბა). „საპატიო როლი“ ერგო მოდელ დინ პერონას (Dean Perona), რომელიც ბალერინის მოკლე თეთრ ფარფატა კაბაში გამოაწყვეს და ზემოდან შავი ტყავის ქურთუკი შემოაცვეს. ახალგაზრდა მამაკაცს ფეხზე ეცვა არა პუანტები, არამედ თასმიანი უხეში„ბათინკები“.

რა იყო დიზაინერ ჯერემი სკოტის ჩანაფიქრი, უცნობია, თუმცა თუ მას შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა, ეს ნამდვილად გამოუვიდა.

ახლა ალბათ უნდა დაველოდოთ, ვინ იქნება ის VIP პერსონა ან შოუმენი, რომელიც კლასიკური შარვლის მაგივრად „მოსკინოს“ საბალეტო ტუტუს ჩაიცვამს. საინტერესოა, აგრეთვე, რას იტყოდა ცნობილი იტალიური მოდის ბრენდის დამაარსებელი(1983 წელს), აწ გარდაცვლილი ფრანკო მოსკინო, ან ჩვენების შთაგონების წყარო – ფედერიკო ფელინი ამაზე.

წყარო: https://www.corriere.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close