ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14-20 სექტემბერი

რომელი ნიშნები იქნებიან ვარსკვლავების ფავორიტები ამ კვირაში?

14-20 სექტემბრის კვირა ხელსაყრელია დაგროვილი საქმეების მოსაგვარებლად, ურთიერთობების გასამყარებლად და ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.

კვირის დასაწყისში ბევრს მოუნდება საქმეების სწრაფად დასრულება, თუმცა აჩქარებამ შესაძლოა შეცდომები და ზედმეტი ხარჯები გამოიწვიოს. კვირის მეორე ნახევარი უმჯობესია, მოლაპარაკებებს, ოჯახურ საკითხებსა და წარსული შეცდომების გამოსწორებას დაუთმოთ.

მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ზეწოლის ქვეშ და ნუ დაეყრდნობით დაპირებებს, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელია.

კვირის მთავარი გზავნილი: ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას. სწორად განაწილებული ენერგია ამ კვირაში ბევრად უკეთეს შედეგს მოგიტანთ. მოემზადეთ შესაძლო ცვლილებებისთვის.

კვირის მთავარი ასტროლოგიური ასპექტები

ამ კვირაში ცაზე პლანეტების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი ყალიბდება, რომლებიც სხვადასხვა სფეროზე მოახდენენ გავლენას.

14 სექტემბერი – მერკურის ტრინი ურანთან

ეს ხელსაყრელი ასპექტია შემოქმედებითი აზროვნებისთვის, ახალი იდეებისა და მოულოდნელი აღმოჩენებისთვის. მეცნიერებსა და მკვლევრებს შესაძლოა საინტერესო იდეები გაუჩნდეთ, სწავლის პროცესში კი ახალი ინფორმაციის ათვისება უფრო ადვილი გახდეს.

ასპექტი ინტელექტუალური საქმიანობისადმი ინტერესსაც აძლიერებს და ადამიანს პრობლემების განსხვავებული კუთხით დანახვაში ეხმარება.

თუმცა ასეთი ენერგიული პერიოდი ყოველთვის არ ნიშნავს ხანგრძლივ სტაბილურობას. ახალი იდეის გაჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მის განხორციელებას თანმიმდევრული მუშაობა და მოთმინება სჭირდება.

ამიტომ მხოლოდ ხანმოკლე ენთუზიაზმს ნუ დასჯერდებით – იდეას შედეგამდე მიყვანა სჭირდება.

14-15 სექტემბერი – მზისა და მარსის სექსტილი

ესეც ხელსაყრელი ასპექტია. ორივე პლანეტა ენერგიასთან, აქტიურობასა და მოქმედების სურვილთან არის დაკავშირებული.

ამ პერიოდში გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი აქტივობა ბევრს პროდუქტიულობის ამაღლებაში დაეხმარება. კარგი დროა იმ საქმეების დასაწყებად, რომლებიც ენერგიასა და ინიციატივას მოითხოვს.

♈ ვერძი

ამ კვირაში საქმე ბევრი გექნებათ, დრო კი – ცოტა. იყავით წინდახედული, ნაკლები ილაპარაკეთ და მზად იყავით საიდუმლოების შესანახად. ოთხშაბათს კარგი შესაძლებლობა გექნებათ, არა მხოლოდ წარსული საკითხები მოაგვაროთ, არამედ თქვენი საქმეები ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ.

ხუთშაბათს ემოციების შეკავების მცდელობამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს. სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ!

შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ, თუმცა ნუ იქნებით მათ მიმართ ზედმეტად მომთხოვნი – ამან შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს.

სასიკეთო დღეები: 15, 16
არახელსაყრელი დღე: 18

♉ კურო

ამ კვირაში სასურველია, წინასწარ შეადგინოთ დავალებებისა და შეხვედრების დეტალური გრაფიკი და შეეცადოთ, მას მიჰყვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ.

ხუთშაბათს ნებისმიერ საქმეში წარმატების კარგი შანსი გექნებათ. პარასკევს ნუ მოდუნდებით და მეტი ყურადღება მიაქციეთ გადაწყვეტილებებს, სიტყვებსა და დაპირებებს. მოულოდნელმა იდეამ შესაძლოა ახალი მიმართულება მოგცეთ.

შაბათ-კვირას ბევრი ახალი და საინტერესო რამის სწავლა შეგიძლიათ, თუ გარშემო მყოფებს ყურადღებით მოუსმენთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20
არახელსაყრელი დღე: 16

♊ ტყუპი

ამ კვირაში მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის არჩევა. თუ ემოციებს არ აჰყვებით და გონივრულად იმოქმედებთ, შეძლებთ ყველა დავალების შესრულებას, მათ შორის, იმ საქმეებისაც, რომლებიც გადადეთ.

წარმატება გელით შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში. კვირის შუა პერიოდი კარგია სწავლისთვის, საბუთების მოსაწესრიგებლად და მოკლე მოგზაურობისთვის. ხელსაყრელი დრო ახლოვდება თქვენი სურვილების განსახორციელებლად.

შაბათ-კვირას გარემოს შეცვლა და ახალი გამოცდილების მიღება კარგი იქნება. მთავარია, ბევრი შეხვედრითა და დაპირებით არ გადაიტვირთოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19
არახელსაყრელი დღე: 14

♋ კირჩხიბი

ამ კვირაში სახლზე, ოჯახსა და შინაგან სიმშვიდეზე იქნებით ორიენტირებული. კვირის დასაწყისში შესაძლოა საოჯახო საქმეები ან დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.

კვირის შუა რიცხვებში მეტი დრო გექნებათ პირადი საქმეებისა და დასვენებისთვის. სასარგებლო იქნება შეხვედრების რაოდენობის შემცირება და მეტი დროის კომფორტულ გარემოში გატარება.

კვირის ბოლოს თქვენი ემოციური მდგომარეობა შესამჩნევად დასტაბილურდება. ნუ იტყვით უარს მეგობრების მიწვევაზე – წვეულება ან კინოში წასვლა განწყობას აგიმაღლებთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18
არახელსაყრელი დღე: 19

♌ ლომი

ეს კვირა ინიციატივის გამოვლენისა და შესამჩნევი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას მოგცემთ. მოლაპარაკებები, მოგზაურობები და შეხვედრები განსაკუთრებით ხელსაყრელია კვირის შუა პერიოდში.

შესაძლოა სამსახურთან ან ფულთან დაკავშირებული სასიამოვნო ამბავი შეიტყოთ. მიზნის მისაღწევად თითქმის ყველაფერში საკუთარ შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნოთ. თქვენი პროდუქტიულობა, რესურსი და თავდაჯერებულობა შესამჩნევად გაიზრდება.

თქვენს ძალისხმევას უფროსები შეამჩნევენ და დააფასებენ.

შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად დაისვენეთ – მათთან ურთიერთობა არა მხოლოდ განტვირთვაში, არამედ ახალი უნარის შეძენაშიც დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 17, 19
არახელსაყრელი დღე: 16

♍ ქალწული

ეს კვირა პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და დეტალებისადმი ყურადღების დროა. კვირის დასაწყისში სასარგებლოა ისეთი ამოცანების შესრულება, რომლებიც კონცენტრაციასა და ზუსტ გამოთვლებს მოითხოვს.

კვირის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ. ხუთშაბათი და პარასკევი განსაკუთრებით ხელსაყრელია საბუთებისა და ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად.

გამოიჩინეთ გონივრული სიფრთხილე და ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს, რასაც არ უნდა გპირდებოდნენ.

შაბათ-კვირას კარგი დასვენება დაგეხმარებათ, ახალი კვირა განახლებული ენერგიით დაიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18
არახელსაყრელი დღე: 15

♎ სასწორი

ამ კვირაში სამუშაო სფეროს შეცვლა რეკომენდებული არ არის. თუმცა შესაძლოა აქტუალური გახდეს ადგილმდებარეობის შეცვლა, ახალ ოფისში გადასვლა ან სხვა ქვეყანაში ფილიალის გახსნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

კარიერაში წინსვლისთვის შეეცადეთ, თქვენი აზრები რაც შეიძლება მოკლედ და ზუსტად გამოხატოთ.

მეგობრებმა შესაძლოა პირადი ცხოვრების საიდუმლოებები გაგიმხილონ. შეეცადეთ, მათი ნდობა არ უგულებელყოთ და ეს ინფორმაცია სხვებს არ გაუზიაროთ.

შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში შეგიძლიათ მოაგვაროთ დიდი ხნის გადადებული საყოფაცხოვრებო საკითხები.

სასიკეთო დღეები: 18, 20
არახელსაყრელი დღე: 15

♏ მორიელი

ნუ ეცდებით გარემოებებთან ბრძოლას – ახლა დროა, დინებას მიჰყვეთ. მოდუნდით და ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორც არის: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე რამის შეცვლა შეძლოთ.

კვირის პირველი ნახევარი დატვირთული იქნება, თუმცა თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება. კვირის შუა რიცხვებში შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს.

ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, სანამ ყველა დეტალს არ გაარკვევთ.

კარგი იქნება, შაბათ-კვირა დასვენებას დაუთმოთ და არასასურველი შეხვედრებისგან თავი შეიკავოთ. ბევრი რამ მეგობრებთან ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული.

სასიკეთო დღეები: 16, 20
არახელსაყრელი დღე: 17

♐ მშვილდოსანი

ამ კვირაში შეგიძლიათ მიიღოთ ის, რაც გსურთ, თუ დიპლომატიურად დაიხევთ უკან და შორიდან დააკვირდებით თქვენთვის საინტერესო მოვლენებს. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მათ შორის, ლოგიკა და მეხსიერება, გაძლიერდება.

კვირის დასაწყისში შესაძლოა სამსახურთან ან ახალ პროექტთან დაკავშირებული საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ. ნუ იტყვით უარს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენს ჩვეულ რიტმს დაარღვევს.

კვირის შუა რიცხვები კარგია მოლაპარაკებებისა და ერთობლივი პროექტებისთვის.

კვირის ბოლოს სასურველია, ყურადღება პირად საკითხებზე გადაიტანოთ და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17
არახელსაყრელი დღე: 15

♑ თხის რქა

ამ კვირაში განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება თქვენი მონდომება და თვითდისციპლინა. გაგიადვილდებათ შემოქმედებითი იდეების რეალიზება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

წარმატებული იქნება საქმიანი ვიზიტები და შეხვედრები, თუმცა მათი დაგეგმვისას ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.

კვირის ბოლოს შვილებთან ან მშობლებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოგიწევთ.

კვირას შეეცადეთ, სამუშაო გვერდზე გადადოთ და თავს დასვენების უფლება მისცეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 20
არახელსაყრელი დღე: 18

♒ მერწყული

ამ კვირაში მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და ისე იმოქმედეთ. კვირის შუა პერიოდი კარგი დროა სწავლისთვის, ახალი ადამიანების გაცნობისთვის და ახალი პროექტების დასაწყებად.

ხუთშაბათს საქმიანი შეხვედრები და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობა გელოდებათ. გაჩნდება იდეები, რომლებიც შესაძლოა მომავალი გეგმების საფუძველი გახდეს.

შაბათ-კვირას კარგია გარემოს შეცვლა. მშვიდი დასვენება დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და მომავალი მიზნების უფრო ნათლად დანახვაში.

სასიკეთო დღეები: 14, 17
არახელსაყრელი დღე: 16

♓ თევზები

კვირის დასაწყისი ძველი პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. არსებობს მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენის შანსი.

კვირის შუა რიცხვებში მიღებული შემოთავაზება საკმაოდ საინტერესო იქნება, კონტრაქტი კი – მომგებიანი. წარმატების გემოს ამ კვირაშივე შეიგრძნობთ.

უბრალოდ, ფრთხილად იყავით, რომ არ გადაიღალოთ. სასურველია, თავი აარიდოთ არასაჭირო შეხვედრებს და ენერგია მნიშვნელოვან საქმეებს მოახმაროთ.

შაბათ-კვირას სახლში მშვიდი ატმოსფერო ხელს შეუწყობს თქვენი შემოქმედებითი გეგმების განხორციელებას.

სასიკეთო დღეები: 14, 16
არახელსაყრელი დღე: 18

⭐ ვარსკვლავების ფავორიტი ნიშნები ამ კვირაში

♌ ლომი – კვირა განსაკუთრებით აქტიური და შედეგიანი იქნება. კარგი შანსია კარიერული წინსვლისა და ფინანსური გაძლიერებისთვის.

♍ ქალწული – პრაქტიკული გადაწყვეტილებები, ყურადღება დეტალებისადმი და ორგანიზებულობა სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. განსაკუთრებით კარგი დღეებია საბუთებისა და საქმიანი საკითხების მოსაგვარებლად.

♐ მშვილდოსანი – ახალი შესაძლებლობები, საინტერესო შემოთავაზებები და წარმატებული მოლაპარაკებები კვირის მთავარ თემად იქცევა.

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close