ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 27 ივლისი-2 აგვისტო, 2026

27 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდი შესაძლებლობას გვაძლევს, წინასწარ შევაფასოთ სიტუაცია, სწორად გავანაწილოთ ენერგია და ის სასარგებლო საქმეებზე მივმართოთ. ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა, შინაგანი მდგრადობა და ემოციებთან გამკლავების უნარი.

ბევრი ადამიანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება, თუმცა ინტუიცია სწორ გზას გიჩვენებთ. ნებისმიერი მოგზაურობა, განსაკუთრებით საქმიანი, შესაძლოა მოულოდნელი სარგებლისა და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობის მომტანი აღმოჩნდეს. კოლეგებთან ურთიერთობისას მოერიდეთ ორაზროვან მინიშნებებს და მხოლოდ ფაქტებზე ისაუბრეთ. პირად ურთიერთობებში კი შეეცადეთ, საყოფაცხოვრებო საკითხები მშვიდად და კონსტრუქციულად განიხილოთ.

🌌 კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები

ამ კვირაში ცაზე ხუთი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მზე-პლუტონის ოპოზიციას იმსახურებს, რომელიც 27 ივლისს ჩამოყალიბდება.

მზე-პლუტონის ოპოზიცია | 27 ივლისი

ეს ასპექტი გავლენისა და ლიდერობისთვის ბრძოლას, ასევე საკუთარი ავტორიტეტის გაძლიერების სურვილს უკავშირდება. ორივე პლანეტა ენერგიასა და ამბიციაზე მიუთითებს, თუმცა განსხვავებული მიმართულებით: მზე ინდივიდის ენერგიას, ნებისყოფასა და განზრახვებს გამოხატავს, პლუტონი კი – გარე გარემოებებსა და სიტუაციებს.

ოპოზიციური ასპექტის დროს შესაძლოა გეგმების, პროექტებისა და ნებისმიერი მცდელობის ჩაშლის რისკი გაიზარდოს. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო – არსებობს საკუთარი ძალებისა და გავლენის გადაჭარბებულად შეფასებისა და ისეთი გადაწყვეტილების მიღების საფრთხე, რომლის გამოც მოგვიანებით შეიძლება ინანოთ.

მზე-ნეპტუნის ტრინი | 27 ივლისი

ეს ასპექტი შემოქმედებით შთაგონებას უკავშირდება, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. ასევე, ძლიერდება ალტრუიზმი და იდეისადმი უანგარო მსახურების სურვილი.

მზე-ურანის სექსტილი | 27–28 ივლისი

შემოქმედებითი აქტივობისა და პიროვნული თავისუფლებისთვის შესანიშნავი პერიოდია. ასპექტი ხელს უწყობს გამოგონებებს, სამეცნიერო აღმოჩენებსა და ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც დამოუკიდებლობას მოითხოვს. ამ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების ქცევა ორიგინალურობითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევა.

ვენერას კვადრატი მარსთან | 29 ივლისი

ეს ასპექტი განსაკუთრებით შეყვარებულთა ურთიერთობებზე აისახება. შესაძლოა გაძლიერდეს ვნება, ეჭვიანობა და მესაკუთრეობის სურვილი. სიყვარული დრამას დაემსგავსება – ძლიერი გრძნობებით, ემოციებითა და იმპულსური ქმედებებით.

ამ ასპექტმა შესაძლოა ფინანსურ დანაკარგებს, მოტყუებასა და გართობაზე დიდი თანხების დაუფიქრებლად დახარჯვასაც შეუწყოს ხელი.

მზე-იუპიტერის შეერთება | 29 ივლისი

თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის გაზრდის დროა. ეს შესანიშნავი ასპექტია ბიზნესპროექტების დასაწყებად. მისი ზეგავლენით ადამიანის პიროვნული პოტენციალი, ნიჭი და შესაძლებლობები უფრო სრულად ვლინდება.

ამ პლანეტარული გავლენის ქვეშ შესაძლებელია ბიზნესში წარმატება, გავლენიანი ადამიანების მოულოდნელი დახმარება და თავდაჯერებულობის გაძლიერება. ასევე, ძლიერდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: გახსნილობა, კეთილშობილება და დიდსულოვნება.

♈ ვერძი

შეეცადეთ, დაგროვილი პრობლემები მოაგვაროთ. პასუხისმგებლობის ტვირთისგან თავის დაღწევა ამ ეტაპზე არ ღირს – პრობლემების თავიდან არიდების სურვილმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ახლა თვითდისციპლინა გჭირდებათ, რადგან ახალი პერსპექტივები სწორედ მასზეა დამოკიდებული. დასვენება ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებად რჩება.

რჩევა: შაბათ-კვირას მშვიდად მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების პრეტენზიებს და შეეცადეთ, კონსტრუქციული გამოსავალი იპოვოთ.

✨ სასიკეთო დღეები: 29, 31
⚠️ არახელსაყრელი დღე: 2

♉ კურო

კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობა ჰარმონიული იქნება. საუკეთესო შედეგებს მაშინ მიაღწევთ, თუ იმ საქმით იქნებით დაკავებული, რომლის კეთებაც ნამდვილად გსიამოვნებთ. ოთხშაბათი სამსახურში ახალი იდეების სხვებისთვის გასაცნობად საუკეთესო დღე არ არის. დაუცველობის განცდა შესაძლოა კონცენტრაციაში ხელს გიშლიდეთ, თუმცა სინამდვილეში იმაზე მეტი ძალა და ცოდნა გაქვთ, ვიდრე თავად გგონიათ.

რჩევა: შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ ოჯახურ დასვენებას – თქვენი სიმშვიდე დიდწილად სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.

✨ სასიკეთო დღეები: 28, 31
⚠️ არახელსაყრელი დღე: 29

♊ ტყუპი

ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას. უმჯობესია ამ პერიოდში, ძირითადად, საკუთარ შესაძლებლობებს დაეყრდნოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ სამუშაოს – თქვენი ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. ამ კვირაში ყველაზე რთული და კომპლექსური პროექტების დასრულებასაც კი შეძლებთ.

რჩევა: მოერიდეთ ექსტრავაგანტულ საქციელს – ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არ არის და შესაძლოა თავადაც დაიბნეთ.

✨ სასიკეთო დღეები: 30, 2
⚠️ არახელსაყრელი დღე: 1

♋ კირჩხიბი

ამ კვირაში გარშემომყოფებს პროფესიონალიზმის შესანიშნავ მაგალითს აჩვენებთ. დაივიწყეთ პრეტენზიები ბიზნესპარტნიორების მიმართ. სემინარები და კორპორაციული მოგზაურობები კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი განსაკუთრებით მაღალი იქნება.

რჩევა: ნუ იჩქარებთ – კარგი იქნება, ჯერ ზოგიერთი ბიზნესპარტნიორის სანდოობა გამოცადოთ.

✨ სასიკეთო დღეები: 29, 2
⚠️ არახელსაყრელი დღე: 28

♌ ლომი

შეეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ სარისკო წამოწყებებსა და საეჭვო პროექტებში. მოგზაურობა და საქმიანი ვიზიტები ხუთშაბათს განსაკუთრებით წარმატებული იქნება.

რჩევა: შაბათ-კვირას დრო ძველ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ.

✨ სასიკეთო დღეები: 27, 30
⚠️ არახელსაყრელი დღე: 31

♍ ქალწული

კვირის პირველ ნახევარში ბევრ აქტუალურ საკითხს მოაგვარებთ. მეორე ნახევარი კი, პირიქით, არც ისე წარმატებული იქნება. ახლა ჰაერივით გჭირდებათ კომფორტული ატმოსფერო და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა.

რჩევა: კვირის შუა რიცხვებში შესაძლოა ღირებული და დროული ინფორმაცია მიიღოთ. ასევე ხელსაყრელი პერიოდია სახლში რემონტის დასაწყებად.

✨ სასიკეთო დღეები: 31, 1
⚠️ არახელსაყრელი დღე: 28

♎ სასწორი

გავლენიანი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით სერიოზულ გეგმებს შეიმუშავებთ. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეალური შესაძლებლობა მოგეცემათ. თქვენი კეთილდღეობა დიდწილად გონივრულ შეუპოვრობასა და კომპეტენციაზე იქნება დამოკიდებული. საყვარელ ადამიანებთან რთული საუბარი მოგიწევთ.

რჩევა: ზედმეტ რისკზე ნუ წახვალთ – შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მტკიცე პოზიცია.

✨ სასიკეთო დღეები: 29, 30
⚠️ არახელსაყრელი დღე: 27

♏ მორიელი

ამ კვირაში შეგიძლიათ თავდაჯერებულად გააფართოოთ ბიზნესი ან ახალი, მომგებიანი პროექტი დაიწყოთ. ოთხშაბათი კარგი დღეა სიტუაციის მშვიდად განსახილველად და სწორი გამოსავლის მოსაძებნად. კვირის ბოლოს წარმატება და დამატებითი შემოსავალი გელოდებათ. კარიერაში მოულოდნელ ცვლილებებს ელოდეთ.

რჩევა: დასკვნებს ემოციების საფუძველზე ნუ გამოიტანთ.

✨ სასიკეთო დღეები: 29, 1
⚠️ არახელსაყრელი დღე: 27

♐ მშვილდოსანი

მოვლენებით დატვირთული, თუმცა, ძირითადად, სასიამოვნო კვირა გელოდებათ. თქვენი გეგმები სწრაფი ტემპით განხორციელდება. გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება და თითქმის ყველა კონფლიქტის მოგვარებას მიაღწევთ. შეგიძლიათ, მეგობრების მხარდაჭერასა და დახმარებას დაეყრდნოთ.

რჩევა: შესაძლოა მიმზიდველი საქმიანი წინადადება მიიღოთ, რომლის განხილვაც ნამდვილად ღირს.

✨ სასიკეთო დღეები: 27, 30
⚠️ არახელსაყრელი დღე: 29

♑ თხის რქა

კვირის დასაწყისში ეცადეთ, სამსახურში სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ზურგს უკან არასასურველი კომენტარები „დაიმსახუროთ“. შაბათ-კვირა, სავარაუდოდ, ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ და ზაფხულის განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

რჩევა: თქვენს საქმიანობასა და სურვილებში გონივრული ზომიერება შეინარჩუნეთ.

✨ სასიკეთო დღეები: 29, 2
⚠️ არახელსაყრელი დღე: 27

♒ მერწყული

დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს მომავალზე გავლენას ახდენს. შეეცადეთ, სამუშაო დოკუმენტაცია იდეალურ წესრიგში გქონდეთ. კარგი დროა დაკარგული კავშირებისა და კონტაქტების აღსადგენად.

რჩევა: შეამცირეთ სამუშაო დატვირთვა, გადით ქალაქგარეთ და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.

✨ სასიკეთო დღეები: 27, 31
⚠️ არახელსაყრელი დღე: 29

♓ თევზები

ხელსაყრელი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის. უამრავი საინტერესო იდეა და ახალი გეგმა გაქვთ, თუმცა ყურადღება ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებაზე უნდა გაამახვილოთ. შესაძლოა შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდეს. ასევე შესაძლებელია, ახალ საცხოვრებელზე დაფიქრდეთ.

რჩევა: აუცილებელია სიტუაციის მშვიდი და გააზრებული ანალიზი – როგორც პირად ურთიერთობებში, ისე სამუშაო პროცესში.

✨ სასიკეთო დღეები: 27, 2
⚠️ არახელსაყრელი დღე: 30

თამთა გურული

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი აშშ-ში ცხოვრებას იდეალურად ერგება

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close