რჩევებიშეუცნობელი

რთული ასტროლოგიური პერიოდი დაიწყო – დაბნელებების დერეფანი და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

დღეს, 17 თებერვალს „დაბნელებების დერეფანი“ დაიწყო – ასტროლოგიური პერიოდი მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. ამ დროს ასტროლოგები განსაკუთრებით გვირჩევენ, მოვერიდოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, კონფლიქტებს და მეტი ყურადღება მივაქციოთ შინაგან ხმას.

სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე ძლიერ გავლენას იგრძნობენ მერწყულები, ლომები, კუროები და მორიელები.

რატომ ითვლება ეს პერიოდი ენერგეტიკულად დაძაბულად და როგორ შეიძლება მისი შედარებით მშვიდად გადატანა?

რა ხდება დაბნელებების დერეფნის დროს

17 თებერვალს დერეფანი გახსნა რგოლურმა მზის დაბნელებამ მერწყულის ნიშანში, ხოლო 3 მარტს მას ქალწულის ნიშანში მთვარის სრული დაბნელება დაასრულებს. ასტროლოგიაში ასეთი მონაკვეთი განსაკუთრებულ პერიოდად მიიჩნევა, რადგან ის ცვლილებებს, შინაგან პროცესებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაპირობებს უკავშირდება.

ასტროლოგების თქმით, ამ დროს ემოციური ფონი ხშირად უფრო ინტენსიური ხდება. ადამიანები შეიძლება მეტად მგრძნობიარენი იყვნენ, გაძლიერდეს ფიქრი, თვითანალიზი და სურვილი, დაუბრუნდეთ წარსულში მომხდარ ამბებს და ღიად დატოვებულ საკითხებს.

ასტროლოგების განმარტებით, დაბნელებების პერიოდში თითქოს „შიდა გადატვირთვა“ მიმდინარეობს – ადამიანი საკუთარ თავში ღრმავდება, უფრო აქტიურდება რეფლექსია და ჩნდება მოქმედების სურვილი, თუმცა მთავარი რისკი სწორედ იმპულსურობაშია: გადაწყვეტილებები შეიძლება სწრაფად და ემოციის გავლენით იქნას მიღებული.

რას გვირჩევენ ასტროლოგები ამ პერიოდისთვის:

  • არ მივიღოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები;
  • მოვერიდოთ მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს;
  • არ დავიწყოთ ახალი პროექტები;
  • არ დავტოვოთ სამსახური ემოციის ფონზე;
  • მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან კონფლიქტები.

უკეთესია დრო მშვიდ რეჟიმში გავატაროთ – დავგეგმოთ მომავალი ნაბიჯები, დავასრულოთ ძველი საქმეები, გავისტუმროთ ვალები და, რაც მთავარია, ძველი წყენებისგან სრულად გავთავისუფლდეთ.

ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა, კვების რეჟიმის მოწესრიგება და ახალი, სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბება.

ვისზე იმოქმედებს ყველაზე ძლიერად

ასტროლოგების შეფასებით, ყველაზე ინტენსიურად ამ პერიოდის ენერგეტიკას იგრძნობენ:

  • მერწყული
  • ლომი
  • კურო
  • მორიელი

მათთვის ეს დრო შეიძლება უფრო დაძაბული აღმოჩნდეს და შინაგან მუშაობას მოითხოვდეს.

წყლის ნიშნებს – კირჩხიბს, მორიელსა და თევზებს – რეკომენდაცია ეძლევათ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ემოციებს და მოვლენების დრამატიზებას მოერიდონ.

როგორ დასრულდება პერიოდი

დაბნელებების დერეფანი 3 მარტს ქალწულის ნიშანში სრული მთვარის დაბნელებით დასრულდება. სპეციალისტების თქმით, მიუხედავად დაძაბული ფონისა, ეს პერიოდი ყოველთვის მოიცავს შესაძლებლობას – გააცნობიეროთ მნიშვნელოვანი საკითხები და ახლით შეცვალოთ ის, რაც აღარ მუშაობს.

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close