კინო/ფილმებიქართველები უცხოეთში

ისტორიაში პირველად, ვენეციის კინოფესტივალს ქართველი ჟიურის წევრი ეყოლება, კინოფორუმზე „არმანის“ ამბასადორიც ქართველი იქნება

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალია მსოფლიოში. ის წელს  82-ჯერ იმართება. 

კინოფესტივალი 27 აგვისტოს გაიხსნა, მისი მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელებს კი 9 სექტემბერს 6 წევრისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური დაასახელებს, რომელთა შორის იქნება ქართველი კინომცოდნე, საქართველოს კინოკრიტიკოსთა და მკვლევართა ასოციაციას (GFCASA) ხელმძღვანელი ალექსანდრე გაბელია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვენეციაში წარმოდგენილ 21 სრულმეტრაჟიანი საკონკურსო ფილმიდან საუკეთესოს  ჟიურის ქართველი წევრიც შეარჩევს მსოფლიო კინოს გრანდებთან ერთად.

მთავარ საკონკურსო სექციას რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდერ ფეინი უხელმძღვანელებს, რომელსაც მიღებული აქვს „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „ბაფტა“ და „გრემი“.


იტალიაში, კუნძულ ლიდოსზე კინოსამყაროს ვარსკვლავები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფორუმზე უკვე 82-დ შეიკრიბნენ. მათ ჩაცმულობაზე, ცხადია, მსოფლიო ბრენდები ზრუნავენ. წითელ ხალიჩაზე ასევე უამრავი ვარსკვლავური სტუმარი გაივლის და მათ შორის ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილიც იქნება, რომელიც ბრენდ Armani-ს ამბასადორია ფესტივალზე.  ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მენეჯერმა კოკი ფერაზი ფანგანმა გაავრცელა.

„ქართული სილამაზე ვენეციის წითელ ხალიჩაზე!

ნინი ბადურაშვილი, რომლის სტილი, დახვეწილობა და შარმი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, ახლა უკვე მსოფლიო ასპარეზზე, ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე!

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ოფიციალური მოწვევა ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებისა და „Armani“-სგან. ბრენდისგან, რომელიც საუკუნეა ელეგანტურობისა და კლასის სიმბოლოა! წითელი ხალიჩისთვის სწორედ „Armani“ იზრუნებს ნინის ჩაცმულობაზე, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მის გამოსვლას.

ეს ის მომენტია, როცა ქართული სილამაზე, სტილი და ტალანტი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა და, რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვიქნები მეც, როგორც მისი მენეჯერი და ამ ისტორიული მომენტის თანამონაწილე“, – წერს კოკი ფერაზი ფანგანი.

მანანა ბანძელაძე

ლეგენდარული ბრენდის – CARTIER-ს საერთაშორისო ელჩის, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის ფოტოსესია ვე­ნე­ცი­ის კინოფესტივალზე (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close