ეკონომიკამოგზაურობა

რა ეღირება ბილეთი ქუთაისი-ვენეცია-ქუთაისის ახალ რეისზე და როდიდან დაიწყება პირდაპირი ფრენა იტალიის უკვე მესამე ქალაქში

Wizz Air-ი ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირ ფრენას იწყებს. ახალი მარშრუტით რეისები 2025 წლის 2 დეკემბრიდან შესრულდება კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს – თანამედროვე Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ზე და WIZZ აპლიკაციაში, ფასი კი 59 ლარიდან იწყება.

Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორისაა  ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებები – მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე, ლიონი. საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან, 2012 წლის სექტემბრიდან, დღემდე ავიაკომპანიამ თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.

2022 წლიდან „ვიზეარი“ საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით, Wizz Air-ი საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close