ჯანმრთელობაამინდისაქართველო

აფრიკულმა ანტიციკლონმა საქართველო დაფარა – როდემდე გაგრძელდება სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი

მეტეოროლოგების პროგნოზით, სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი, ტემპერატურული ფონი საკმაოდ მაღალი იქნება და როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურამ +40 გრადუსამდე მოიმატოს, ზოგან კი გადააჭარბოს კიდეც (მაგ., 29 ივლისს ქუთაისში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +44 გრადუსს მიაღწიოს, ზუგდიდში – +41 გრადუსს).

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე  საშუალოდ ფასდება).

27-იდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი. სანაპირო კურორტებზე კვირის შუა დღეებში ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსამდე იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა  +27, +28 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსები გვახსენებენ, რომ +40 გრადუსამდე ტემპერატურა ზაფხულის ამ პერიოდისთვის არის ნორმა!

ჰაერის ტემპერატურა 29 ივლისისთვის ქალაქების მიხედვით:

თბილისი +37 – უმეტესად მზიანი

გაგრა +35 – მზიანი

სოხუმი +35 – მზიანი

ზუგდიდი +37 – მზიანი

მესტია +32 – მზიანი

ფოთი +35 – მზიანი

ბათუმი +35 – უმეტესად მზიანი (შესაძლებელია ხანმოკლე მცირე წვიმა)

ოზურგეთი +38 – მზიანი

ქუთაისი +39 – მზიანი

ამბროლაური +36 – მზიანი

ახალციხე +35 – მზიანი

ბორჯომი +34 – მზიანი

ბაკურიანი +28 – მზიანი

ხაშური   +35 – მზიანი

გორი +35 – მზიანი

ცხინვალი +37 – მზიანი

დუშეთი  +32 – უმეტესად მზიანი

სტეფანწმინდა +25 – უმეტესად მზიანი

გუდაური +21 – უმეტესად მზიანი

რუსთავი +37 – მზიანი

თელავი +35 – უმეტესად მზიანი

სპეციალისტის კომენტარი

„ივლისში საქართველოშიც ძალიან მაღალი ტემპერა­ტურა დაფიქსირდა, +40 გრადუსს აჭარბებს და კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. … სიცხე კიდევ უფრო გაუსაძლისი იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ტენიანობა იზრდება, უჰაერობაა და ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა დასავლეთ საქართველოში“, – ამბობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელი, გარემოს დამცველი­ ნინო ჩხობაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, წლევანდელი ზაფხული იმითაა განსხვავებული, რომ „წელს უფრო მეტი ნალექი იყო, ამასთან, სხვადასხვა ციკლონი წამოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. ჯერჯერობით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, მაგრამ წვიმიანი­ ამინდებიც გვექნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქამდე არასდროს დაგვიფიქსირებია 40-42 გრადუსი, ახლა კი ამინდის პროგნოზში ვხედავთ,­ რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის ამ ნიშნულამდე აწევა“.

შეგახსენებთ, რომ სიცხე ყველაზე უარყოფითად მოქმედებს ხანდაზმულ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე, რომლებიც განსაკუთრებით უნდა მოერიდონ დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთებში გარეთ გამოსვლას. მიაქციეთ ყურადღება, რომ სხეულმა სითხე არ დაკარგოს, ამიტომ რეგულარულად სვით წყალი, მინერალური წყლები და უმეტესად ხილი და ბოსტნეული მიირთვით.

ნინო ხოშტარია

6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close