რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

„ლაზარეს ფენომენი“ – იტალიაში მკვრდად გამოცხადებული მამაკაცი ნახევარი საათის შემდეგ გაცოცხლდა

იტალიაში 78 წლის კაცი, რომლის სიკვდილიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოფიციალურად დაადასტურა, ნახევარი საათის შემდეგ გაცოცხლდა.

იტალიური საზოგადოებრივი მაუწყებლის, RaiNews-ის ცნობით, შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა ვიტერბოს სანაპიროზე მდებარე ტარკვინიის დასახლებაში, მარინა ველკას საცხოვრებელ კომპლექსში. ლიბიური წარმოშობის 78 წლის მამაკაცს გული გაუჩერდა, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ჩატარებული რეანიმაციის ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და მამაკაცის სიკვდილი დაადასტურეს, ამასობაში ადგილზე ჩასული Pegaso-ს საჰაერო სასწრაფო დახმარების ვერტმფრენიც უკან გააბრუნეს.

30 წუთის შემდეგ დაუჯერებელი რამ მოხდა: კატაფალკის მოლოდონში, რომელსაც მამაკაცის ცხედარი უნდა გადაესვენებინა, მან მოულოდნელად თვალები გაახილა, წამოჯდა და თავისი ქალიშვილები მოიკითხა. მკვდრეთით აღმდგარი მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევებისთვის. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სპეციალისტების განმარტებით, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და მას „ლაზარეს ფენომენს“ უწოდებენ – ბიბლიური ლაზარეს აღდგომის მიხედვით. მედიცინაში ტერმინი გულისხმობს გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მოულოდნელ აღდგენას კლინიკურად დადასტურებული სიკვდილისა და რეანიმაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close