ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი უკვე მეორედ დაიცვა (ვიდეო)

ორთაბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ადევნებდა თვალს

მერაბ დვალიშვილმა ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ის ტურნირზე ამერიკის სახელით მოასპარეზე შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი დაიცვა, თავის კარიერაში მეორედ. პირველად მან საჩემპიონო ქამარი იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ შეინარჩუნა.

დვალიშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თავიდანვე მაღალი ტემპით. შონ ო’მალი მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მომენტს ეძებდა, თუმცა ქართველმა მებრძოლმა მასთან შეხვედრა მესამე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.

34 წლის მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კი კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად – მიმდინარე წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან მოგების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ნიუ-ჯერსიში ჩატარებულ UFC 316-ს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, რომელსაც მერაბმა ორთაბრძოლაში დამაჯერებლად გამარჯვების შემდეგ ხელი ჩამოართვა და გაესაუბრა.

 

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ სრული ორთაბრძოლა:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close