მოგზაურობატექნოლოგიები

რომელი უფრო ხელსაყრელია – სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება თუ ლოკალური SIM-ის შეძენა?

დღესდღეობით თუ ინტერნეტზე ხელი არ მიგიწვდება, მოგზაურობა თითქმის წარმოუდგენელია. Google Maps-ის, სათარგმნი აპლიკაციების გარეშე უცხო გარემოში თავს დაუცველად გრძნობ. გზის გაკვლევა გაცილებით რთულია, უფრო იბნევი და არც დახმარების იმედი გაქვს, რადგან ვერავის დაუკავშირდები. ამიტომ არის საჭირო ინტერნეტი. სერვისის გააქტიურება, როგორც წესი, სამოგზაურო ინტერნეტის ან ლოკალური SIM-ის საშუალებით ხდება. რა განსხვავებაა ამ ორ ალტერნატივას შორის და რომელი უფრო სარგებლიანია აბონენტისთვის? ბოლო დროს ეს კითხვა საკმაოდ აქტუალურია. მოდით, ერთად ვეცადოთ გავარკვიოთ, რომელი ვარიანტი ჯობს – როუმინგ ინტერნეტის გააქტიურება თუ ლოკალური SIM-ის შეძენა. 

სამოგზაურო ინტერნეტი

მობილური ოპერატორები აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტპაკეტს სთავაზობენ. შეგიძლია, შეიძინო ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული eSIM-ი; დღიური მეგაბაიტები, ერთკვირიანი, ერთთვიანი ან ულიმიტო პაკეტები. როუმინგ პაკეტის მთავარი უპირატესობა სტაბილურობა და ინტერნეტთან მუდმივი წვდომაა. მისი გააქტიურების შემთხვევაში შეგიძლია, მობილური ინტერნეტით ნებისმიერ დროსა და ადგილას ისარგებლო.

სამოგზაურო ინტერნეტის უპირატესობები

სტაბილურობასთან ერთად აბონენტები სამოგზაურო ინტერნეტს კომფორტული სერვისის გამო ირჩევენ. ხშირად ადგილობრივი მობილური ოპერატორი უფრო მიმზიდველია, რადგან უკვე კარგად ნაცნობი და სანდოა. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რის გამოც მომხმარებლები სამოგზაურო ინტერნეტს ანიჭებენ უპირატესობას. 

ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და მარტივად ხდება

სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და მარტივად, ვებსაიტიდან ან აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი. არ გიწევს ბიუროკრატიული პროცესის გავლა, რაც ახალი SIM ბარათის აღებისთვის არის აუცილებელი. ამასთან, თუ MB-ებს გამგზავრებამდე შეიძენ, ინტერნეტპაკეტის ყიდვა ეროვნულ ვალუტაში – ლარში შეგიძლია, რაც შეღავათიანი და კომფორტულია.

მობილური ოპერატორი ნაცნობი და სანდოა

როცა უცხო ქვეყანაში ბრმად არჩევ ოპერატორს, მეტია ალბათობა, შეცდომით შენთვის არახელსაყრელ პირობებს მოაწერო ხელი. ქართველი მომხმარებელი უკვე იცნობს ადგილობრივ მობილურ ოპერატორებს, შესაბამისად, უფრო ენდობა მათ.

შეთავაზებები ქართველ აბონენტებზეა მორგებული

ქართული მობილური ოპერატორები ხშირად აბონენტებს სპეციალური შეთავაზებებით იზიდავენ. მათ უკეთ ესმით ყველა ის დეტალი, რომლის გათვალისწინებაც საქართველოს მოქალაქეს საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში უწევს. ექსკლუზიური საჩუქრებიც სწორედ ამაზეა მორგებული. 

სამოგზაურო ინტერნეტი თუ ლოკალური SIM

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია: ლოკალური SIM-ი ერთ კონკრეტულ მობილურ ოპერატორს ეკუთვნის, რომლის დაფარვის არეალი თავისუფლად შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციებზე არ იყოს გამართული. ეს იწვევს ხარვეზებს ინტერნეტთან წვდომაზე, რაც უსიამოვნოა. სამოგზაურო ინტერნეტი გაძლევს შესაძლებლობას, ცვალო პროვაიდერები და აირჩიო საუკეთესო. 

შეჯამება

თუ აქამდე ვერ გადაწყვიტე, რომელია ლოკალურ SIM-სა და სამოგზაურო ინტერნეტს შორის უკეთესი ვარიანტი, იმედია, ეს ინფორმაცია დაგეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. სამოგზაურო ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი, სანდო და კომფორტული ალტერნატივაა, რომელიც პროვაიდერებს შორის არჩევანს გთავაზობს და სტაბილურობის გარანტია. 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close