ევროვიზია 2025-ზე საქართველოს ჟიურის ქულებს ნუცა ბუზალაძე გამოაცხადებს

17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალურ შოუზე საქართველოს ჟიურის ქულებს ნუცა ბუზალაძე გამოაცხადებს.
ნუცა ბუზალაძემ წარადგინა საქართველო ევროვიზია 2024-ზე სიმღერით Firefight, ფინალში გავიდა და საბოლოოდ და ფინალურ შოუზე 21-ე ადგილი დაიკავა.
ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს სიმღერით Freedom. მარიამი მეორე ნახევარფინალურ შოუზე, 15 მაისს წარდგება მაყურებლის წინაშე და ფინალში გადასასვლელად იბრძოლებს.
წლევანდელი სიმღერის კონკურსი 13, 15 (ნახევარფინალები) და 17 მაისს (ფინალი) შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დაკავშირებულ თემაზე: ნუცას ბრწყინვალე, თუმცა ბოლო გამოსვლა AMERICAN IDOL-ში – „შენ უკვე ხარ ვარსკვლავი“ (ვიდეო)
ნუცას ბრწყინვალე, თუმცა ბოლო გამოსვლა AMERICAN IDOL-ში – „შენ უკვე ხარ ვარსკვლავი“ (ვიდეო)
კომენტარები