ეკონომიკასაქართველო

საქართველო-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა იანვარ-მარტში 1.15 მლრდ-მდე გაიზარდა – რას ვყიდით და რას ვყიდულობთ?

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა 6.6%-ით გაიზარდა, 1 მილიარდ 148 მილიონ დოლარამდე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 188.881 მილიონი დოლარი იყო, იმპორტი კი – 959.749 მილიონი დოლარი. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვაჭრობაში ევროკავშირის წილი 20.4%-მდე შემცირდა, მაშინ როცა გასული წლის საანგარიშო პერიოდში 22.1% იყო.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერეს და ეს შეთანხმება ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. ხელშეკრულებამ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი შექმნა. ამ თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს სარგებელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), რომელმაც 2017 წლის 28 მარტიდან ქართულ ბიზნესს და პროდუქტებს ევროპის ბაზარი გაუხსნა, ხოლო საქართველოს მოსახლეობას შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება მისცა.

bm.ge გვთავაზობს მონაცემებს, თუ როგორია საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, რას ვყიდით და რას ვყიდულობთ ევროკავშირის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში.

ექსპორტი

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ექსპორტი იანვარ-მარტში 41.7%-მდე გაიზარდა. TOP-10 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი კი შემდეგია:

  1. ფეროშენადნობები – $22.4 მლნ;
  2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $21.04 მლნ;
  3. ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები – $19.2 მლნ;
  4. მინერალური, ქიმიური და აზოტოვანი სასუქები – $17.6 მლნ;
  5. თხილი – $15. 5 მლნ;
  6. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $11.7 მლნ;
  7. ღვინო – $8.8 მლნ;
  8. შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები – $7.2 მლნ;
  9. შერეული მერქნის პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები – $5.9 მლნ;
  10. ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $5.5 მლნ.

იმპორტი

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტმა იანვარ-მარტში 959.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა მხოლოდ 2.1%-ია.

  1. მსუბუქი ავტომობილები – $134.6 მლნ;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $119.2მლნ;
  3. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $76.3 მლნ;
  4. სატვირთო ავტომობილები – $31.1 მლნ;
  5. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად – $16.4 მლნ;
  6. სატელეფონო აპარატები – $12.5 მლნ;
  7. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – $11.7 მლნ;
  8. ნარევები, გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში – $11.7 მლნ;
  9. კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები – $10.8 მლნ;
  10. ვეტერინარიასა და მედიცინაში გამოსაყენებელი საშუალებები – $10.6 მლნ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close