საზოგადოებაშეუცნობელი

იქნება თუ არა 13 აპრილის „ვარდისფერი მთვარე“ ვარდისფერი და რა რიტუალი უნდა ჩავატაროთ სურვილის ასასრულებლად

აპრილის სავსე მთვარე, ან როგორც მას კიდევ უწოდებენ, „ვარდისფერი სავსე მთვარე“ ცაზე გრინვიჩის დროით 13 აპრილის 00:22 სთ-ზე [თბილისის დროით 03:22 სთ – რედ.] გამოჩნდება, – ნათქვამია LiveScience-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

მიუხედავად მისი მეტსახელისა, მთვარეს ვარდისფერი შეფერილობა არ ექნება. აპრილში სავსე მთვარის ფერი საკმაოდ ნორმალური იქნება. სახელი „ვარდისფერი მთვარე“ ინდიელებთანაა დაკავშირებული – ეს სახელი ფლოქსის ყვავილს უკავშირდება, რომელიც მხოლოდ აპრილში ყვავის.

სავსე მთვარის დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიას გრძნობს. მთავარია ეს ენერგია სწორად გამოიყენოთ. განიტვირთეთ, ძალები აღიდგინეთ და მიზნისკენ სვლას გაცილებით დიდი მოტივაციით შეძლებთ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს.

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი „ომნიას“ ფეისბუქგვერდზე სავსემთვარეობის ღამეს შესასრულებელ რიტუალზე წერს, რომლის თანახმადაც, ის, ვინც იასამნის 5-ფურცელა ყვავილს იპოვის, სურვილი აუსრულდება.

„თქვენ იცით, რომ 5-ფურცელა იასამნის ყვავილი სურვილებს ასრულებს? არა 6, 7 ან 8-ფურცელა, არამედ 5-ფურცელა. ჰოდა, სავსემთვარეობის ღამე მოდის (13 აპრილს), მოიმარჯვეთ იასამნის ტოტი, იპოვეთ [5-ფურცელა ყვავილი], გადაყლაპეთ და დააკვირდით…

მაგრამ ნურც მთავარი დაგავიწყდებათ – ვიღაც მხოლოდ სურვილს იფიქრებს, ვიღაც კი ამ სურვილის ასრულებისთვის მოქმედებს“, – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close