ხვიჩა კვარაცხელიამ PSG-ში დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა (ვიდეო)
„პარი სენ-ჟერმენმა“ „რეიმსთან“ ფრედ ითამაშა
საფრანგეთის უმაღლესი ლიგის, Ligue-1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში „პარი სენ-ჟემენის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. PSG-მ შინ გამართული თამაში „რეიმსის“ წინააღმდეგ ფრედ დაასრულა – 1:1. კვარაცხელიამ თავის სადებიუტო მატჩში 83 წუთი ითამაშა.
მატჩის დაწყებამდე ხვიჩა ქომაგებს წარუდგინეს – სტადიონი მის სახელს სკანდირებდა. კვარაცხელიამ თამაში აქტიურად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე მეტოქის მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი, მალევე ხვიჩამ გაიბრწყინა – საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – შეხვედრის 48-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა და „პსჟ“ დაწინაურდა. მალე თავად ხვიჩა შეეცადა ბურთის გატანას, მაგრამ „რეიმსის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
კომენტარები