ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4 – 10 ნოემბერი

ამ კვირაში ცხოვრების ძირითად სფეროებში თანმიმდევრულად მშვიდი სიტუაცია იქნება, გარდა რამდენიმე პრობლემისა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში, თუმცა, როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ეს არის წვრილმანები (საუბარია წარუმატებელ შესყიდვაზე ან რაიმე მსგავსზე), რომელთა გადალახვაც ადვილად შეგიძლიათ. ასე რომ, შეეცადეთ გააგრძელოთ მშვიდი სვლა თქვენი მიზნებისკენ. ეს ჰარმონიული პერიოდი დაუთმეთ თქვენს გარეგნობასა და შინაგან სამყაროზე მუშაობას. ბოლო ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შინაგანი სილამაზის გარეშე შეუძლებელია გარეგანი ბრწყინვალების მიღწევა.

ვერძი

საკმაოდ ბევრს მიაღწიეთ და მნიშვნელოვანია ამ მიღწევების შენარჩუნება, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ფრთხილად იყავით, არ ინერვიულოთ, თორემ შეიძლება გაგიჭირდეთ სამუშაოზე კონცენტრირება და დაგეგმილის განსაზღვრულ ვადაში შესრულება. სწრაფი წარმატება არ გელოდებათ, თუ არ იაქტიურებთ და თქვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად არ გამოიყენებთ. ასევე, შეეცადეთ საკმარისი დრო დაუთმოთ ოჯახს და სახლში მყუდრო გარემო შექმნათ. კვირას საშუალება  გექნებათ  წვეულება მოაწყოთ მთელი ოჯახისთვის ან მეგობრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

კურო

ეს კვირა სავსე იქნება ღონისძიებებითა და შეხვედრებით. შეეცადეთ იყოთ მაქსიმალურად ყურადღებიანი და ფრთხილი, რადგან, მიუხედავად თქვენი კეთილსინდისიერებისა, შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორებაც მოგვიანებით გაგიჭირდებათ. ასე რომ, თუ ოდნავი ეჭვი გეპარებათ, კვლავ შეამოწმეთ ყველაფერი. პირად ცხოვრებაში ბევრი ცვლილება გელით, ძირითადად, პოზიტიური. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, სავარაუდოდ, ახალი შინაარსით იქნება სავსე, რაც  სასიამოვნო ემოციებს მოგგვრით. ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და ინტერვიუებისთვის.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

ტყუპი

ამ კვირაში მოვლენები თქვენს სასარგებლოდ წარიმართება, თუმცა სიტუაციის სამართავად დიდი ძალისხმევა და სიბრძნე დაგჭირდებათ. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ წონასწორობა და არ მისცეთ უფლება წვრილმან პრობლემებს სამსახურში, რომ ხასიათი გაგიფუჭოთ. შუა კვირიდან თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ასევე, მიიღებთ მაცდურ და მომგებიან შემოთავაზებას. საყვარელი ადამიანი არაერთ პრობლემას მოგიგვარებთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით მისი გრძნობების სიძლიერეში. ეს  კვირა ძალიან კარგი პერიოდია უკეთესი მომავლის დასაგეგმად, მაგრამ მთავარია იფიქროთ აწმყოზე და ისარგებლოთ თქვენი შრომის ყველა ნაყოფით.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 9.

კირჩხიბი

ამ კვირაში ყველასთან დაიცავით თანამშრომლობის სტრატეგია, რაც დაგეხმარებათ, რომ  წარმატებას მიაღწიოთ. შეხვდებით საჭირო ადამიანებს და მათგან  ბევრ საინტერესო და სასარგებლოს ისწავლით. შეძლებთ ირგვლივ მყოფების დახმარებას პრობლემების გადაჭრაში და ისინი თქვენი მადლიერები იქნებიან. ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, კარგი განწყობა კი უზრუნველყოფს, რომ არ მოიწყინოთ და შაბათ-კვირისთვის  საინტერესო გეგმები შეიმუშაოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

ლომი

ამ კვირაში შეეცადეთ, კარგად დაფიქრდეთ და სწორი დასკვნები  გამოიტანოთ. იყავით მაქსიმალურად  გულწრფელი საკუთარ თავთან, ეს თვისება საშუალებას მოგცემთ გახდეთ სიტუაციების ოსტატი. ოთხშაბათს საქმიანი შეხვედრების შედეგები იქნება თქვენი ხელმძღვანელებისგან თქვენ მიმართ კარგი დამოკიდებულების გასაღები. ხუთშაბათს კარგი იქნება თუ ირგვლივ მყოფებს თქვენი ექსტრავაგანტური ქმედებებით არ შეაწუხებთ. შაბათ-კვირა შესანიშნავია მშვიდ გარემოში დასასვენებლად და უსიამოვნო ფიქრებისგან თავის დასაღწევად.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 8.

ქალწული

ამ კვირაში შეეცადეთ არავინ ჩართოთ თქვენს გეგმებში, განსაკუთრებით ეს ეხება კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებს. მოუსმინეთ ინტუიციას, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შემაშფოთებელი შეცდომები. ხელსაყრელი პერიოდია ძველი ვალების დასაფარად, როგორც ფინანსური, ისე მორალური და ეთიკური თვალსაზრისით. სწრაფად გაერკვევით ნებისმიერ სიტუაციაში და შეძლებთ ბევრი სარგებლის მიღებას. უმჯობესია შაბათ-კვირისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. თუ მარტოხელა ხართ, დიდი შანსია, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს და შესაძლოა არჩევანი მასზე შეაჩეროთ.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

სასწორი

ამ კვირაში საოცარი თავდაჯერებულობით აღმოჩნდებით თითქმის ყველაფრის ცენტრში, რაც თქვენს გარემოში ხდება. უფრო მეტიც, მოგიწევთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება დიდი საფრთხისა და რისკის ქვეშ. ზოგიერთი მოვლენა საერთოდ არ განვითარდება ისე, როგორც თქვენ დაგეგმეთ, თუმცა არ უნდა ინერვიულოთ, რადგან აღმოჩნდება, რომ ასე უფრო უკეთესია და პროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.  ასევე, შეძლებთ მტკიცედ და თავდაჯერებულად გაუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც  პირად ცხოვრებაში გაწუხებთ.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 10.

მორიელი

ამ კვირაში თითქმის ყველა ბიზნესგეგმის განხორციელებას შეძლებთ. სავსე იქნებით ოპტიმიზმით და სასიცოცხლო მიზნებითა და იდეებით. თქვენი გადაწყვეტილებების უმეტესობა უშეცდომო აღმოჩნდება და  პროექტები სტაბილურად განვითარდება. პირად სფეროში ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება. ცხოვრება გაცილებით მარტივი და ჰარმონიული მოგეჩვენებათ, ვიდრე ადრე იყო. ეცადეთ, ამ ტალღაზე დიდხანს დარჩეთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 9.

მშვილდოსანი

თქვენი გეგმები ამ კვირაში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ხელმძღვანელებთან  ან ქვეშევრდომებთან ურთიერთობა უფრო საინტერესო და წარმატებული გახდება. ახალი ნაცნობობა შეიძლება ძლიერ და საიმედო მეგობრობაში გადაიზარდოს. ენერგიით სავსე ხართ და ჯანმრთელობაც გაგიუმჯობესდებათ. პარასკევს შეძლებთ საბოლოოდ გათავისუფლდეთ ილუზიებისა და მცდარი შეხედულებებისგან. პირად ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, რეალური შესაძლებლობა გექნებათ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

თხის რქა

სამშაბათიდან დაწყებული, ყურადღება გაამახვილეთ საკუთარი სურვილების არსზე. გჭირდებათ ციდან ვარსკვლავი? არ ჯობია, რაიმე მიწიერით – რეალურით დაკმაყოფილდეთ? იცით კი, რა გინდათ ყველაზე მეტად ამ მომენტში? ჰოდა, დაიწყეთ მუშაობა შესაბამისი მიმართულებით! წარმატების მიღწევა შესაძლებელია ყველაფერში, რასაც სათანადო შთაგონებით მიუდგებით. მთავარია არაფრის გეშინოდეთ. კარგად გააზრებულმა, გონივრულმა ქმედებებმა შეიძლება წარმატება მოგიტანოთ პარასკევს. კვირის ბოლოს ოჯახთან ერთად დასვენება დაგროვილი დაძაბულობის მოხსნის საშუალებას მოგცემთ.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

მერწყული

არ იჩქაროთ და იღბალი თქვენს მხარეს იქნება, მით უმეტეს, რომ ეს კვირა შესანიშნავი პერიოდია თქვენი პოტენციალის გასახსნელად. უბრალოდ, აუცილებლად უნდა დაასრულოთ საქმეები. კვირის დასაწყისში შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, თუმცა სასურველია სანდო წყაროებთან გადაამოწმოთ. სამშაბათს ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას. ოპონენტებთან კამათში შეიძლება ჭეშმარიტება დაიბადოს, თუ ყურადღებით მოუსმენთ. იყავით უფრო ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ და მალე ჰარმონია და სტაბილურობა დაბრუნდება თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

თევზები

ამ კვირაში შეძლებთ ურთულესი, თითქმის გადაულახავი პრობლემების მოგვარებას. ეს არის აქტიური მოქმედებისა და ელვისებური რეაქციის დრო. ნუ დაკარგავთ ამ დროს! ერთად შეკრებისას შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ურთიერთობა კოლეგებთან და მოაწესრიგოთ საყოფაცხოვრებო საქმეები. იყავით სოციალური ცხოვრების ცენტრში, მაგრამ არ ჩაერთოთ საეჭვო ღონისძიებებში. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და პერსპექტიულ ნაბიჯებს გადადგამთ. იყავით თანმიმდევრული თქვენს ქმედებებში, ნუ დაიწყებთ ყველა საქმეს ერთდროულად, რათა თავიდან აიცილოთ დაბნეულობა, წარუმატებლობა და იმედგაცრუება.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 10.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close