ანჯელინა ჯოლი მასზე 28 წლით უმცროს მსახიობს „დაუახლოვდა“
49 წლის ანჯელინა ჯოლი „დაუახლოვდა“ 21 წლის მსახიობს ჯეისონ შმიდტს, რომელიც მის ბროდვეის მიუზიკლში „Cast Away“ მონაწილეობდა. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.
წყაროების ცნობით, მათ შორის „ძლიერი კავშირია“: ანჯელინა ჯოლი „ნამდვილად აფასებს მის ნიჭს და ხელოვნებისადმი ინტერესს“. მსახიობმა იგი თავისთან Atelier Jolie-შიც კი დაპატიჟა, რის შემდეგაც თქვა, რომ საღამო შესანიშნავად გაატარეს.
პარალელურად ანჯელინა ჯოლი ბრიტანელ რეპერ Akala-სთანაც არის დაახლოებული. როგორც ჟურნალისტები წერენ, ცოტა ხნის წინ ჯოლიმ მასთან ერთად სასტუმროში ორი ღამე გაატარა, თუმცა მსახიობის წარმომადგენლები უარყოფენ მის რომანს რეპერთან.
ჯოლიმ ახლახან ინტერვიუში განაცხადა, რომ „გარკვეულ მარტოობას“ განიცდის, რომელიც გამოწვეულია საყვარელი საქმისადმი მისი ძლიერი მიჯაჭვულობით. „არ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო, რადგან ეს ძალიან პირადულია, მაგრამ მასში ნამდვილად არის მარტოობა და სამუშაო ეთიკა. მე შეიძლება ვიყო განსხვავებული, მაგრამ ძალიან შრომისმოყვარე ვარ. იდეალური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობ“, – თქვა მსახიობმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანჯელინა ჯოლისა და მისი ყოფილი ქმრის – ბრედ პიტის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ ისინი დავის მშვიდობიანი გზით მოგვარებას შეძლებენ.
თამთა გურული
კომენტარები