ქართველები უცხოეთშისაზოგადოება

ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა – „სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები, ნიკა!“

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­ ქარ­თველ­ მომ­ღე­რალ­ს ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა. ეს სამწუხარო ამბავი მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.

19 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორი-რუისის მონაკვეთზე ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ალექსანდრე ზაზარაშვილის ძმა, ნიკა ქვრი­ვიშ­ვი­ლი იყო.

ambebi.ge ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლის დე­დას გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა:

„სული მეწ­ვის, ნიკა ტან­ჯვით გავ­ზარ­დე. ჩემი შვი­ლე­ბის­თვის არ და­მით­მია ამ­დე­ნი დრო და ენერ­გია. 5 წლის ხდე­ბო­და, როცა ჩვენ­თან მო­ვიყ­ვა­ნეთ. მე ვზრდი­დი, დე­დის მე­ძახ­და, გიჟ­დე­ბო­და ჩემ­ზე. ჩვენს სიყ­ვა­რულს სა­ზღვრე­ბი არ ჰქონ­და. ჯარ­ში შე­ვიყ­ვა­ნე; 18 წლის რომ გახ­და, იქ მუ­შა­ობ­და. ტრა­გე­დი­ის დღეს მა­მას­თან იყო, სახ­ლში მო­დი­ო­და და ავ­ტო­ბან­ზე გად­მო­ვი­და. ამ დროს და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა. ალექ­სან­დრემ ას­წავ­ლა წერა-კითხვა…“ – თქვა გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვილმა.

ცნო­ბი­ლია, რომ წლე­ბის წინ ალექ­სან­დრეს ოჯახ­მა ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იშ­ვი­ლა. მა­შინ მომ­ღერ­ლის დედა ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვე­ბის დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა არ შე­ეძ­ლო და ამი­ტომ ისი­ნი თა­ვის­თან წა­მო­იყ­ვა­ნა. სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო ნიკა, რომელიც, სამწუხაროდ, 19 ოქტომბერს ავარიის დროს დაიღუპა.

დაკავშირებულ თემაზე: ალექსანდრე ზაზარაშვილის დედის მონაყოლი ოთხი ბავშვის შვილად აყვანის ისტორიაზე (ვიდეო)

თქვენ გამო ყველა მწვერვალს დავიპყრობ! – რას ამბობს 4 წლის შემდეგ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებული ალექსანდრე ზაზარაშვილი (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close