ვიდეოჩვენი ფავორიტიხელოვნებასაქართველო

საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძე შეასრულებს სიმღერას „To My Mom“, რომლის ონლაინ პრემიერა დღეს გაიმართა (ვიდეო)

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის  წლევანდელ კონკურსზე შეასრულებს სიმღერას „To My Mom“/„დედას“, რომლის ვიდეორგოლის ონლაინ პრემიერა დღეს შედგა. 

სიმღერის ავტორია გიგა კუხიანიძე, მასთან ერთად კი ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა.

ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო. ანდრიას კოსტიუმი ვიდეორგოლისთვის იზა ნადარეიშვილმა შექმნა.

რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 16 ნოემბერს გაიმართება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.

ამავე თემაზე: საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაზე წარადგენს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close