ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

ათინა ონასისის ცნობა ძნელია: როგორ გამოიყურება 40-ს მიტანებული „ოქროს მემკვიდრე“? (ვიდეო)

ცნობილი ბერძენი მაგნატის, მილიარდერ არისტოტელე ონასისის შვილიშვილი ათინა ონასისი, რომელსაც სულ რაღაც 4 თვეში 40 წელი შეუსრულდება (დაიბადა 1985 წლის 29 იანვარს საფრანგეთში), დედის, კრისტინა ონასისის უზარმაზარი ქონების ერთადერთი მემკვიდრეა.

სიმდიდრის მიუხედავად ათინა ამჯობინებს, მშვიდად, უხმაუროდ იცხოვროს და საჯაროობას ერიდება. ახლახან საბერძნეთის ტელევიზიის ერთ-ერთ  პროგრამაში აჩვენეს მისი ფოტო, თუ როგორ გამოიყურება ათინა დღეს.

პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგოს ლიაგასმა თავის კოლეგებს უთხრა, რომ ვერ ცნობს, ვინ არის ფოტოზე გამოსახული ქალბატონი. „როდესაც ფოტო მაჩვენეს, ვიფიქრე, რომ რომელიღაც ჩემი ნაცნობი იყო… მეუბნებოდნენ, რომ ათინა ცნობილი და მდიდარია, მისი გარეგნობის მიხედვით კი ამას ვერ იტყვი“, – განაცხადა ლიაგასმა.

ჟურნალისტმა ანა კალინიკუმ თქვა: „ეს ფოტო ვიპოვეთ ზოგიერთ პრეზენტაციაში, რომელიც მისი ახალი ბიზნესპროექტებისთვის მომზადდა საფრანგეთში სუპერმარკეტების ქსელთან დაკავშირებით კლიენტების ინფორმირებისთვის“.

აღსანიშნავია, რომ როდესაც 18 წლის გახდა, ათინა ონასისმა თავად იკისრა დედისგან მემკვიდრეობით მიღებული უზარმაზარი ქონების მართვა (კრისტინა ონასისი 1988 წელს გარდაიცვალა 37 წლის ასაკში დაუდგენელ გარემოებაში, სხვა ვერსიით – მიოკარდიუმის ინფარქტით). 2006 წელს, როდესაც ათინას 21 წელი შეუსრულდა, ადვოკატები ეცადნენ, მისი კანდიდატურა გაეყვანათ ონასისის ფონდის პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ფონდის მმართველმა საბჭომ განაცხადა, რომ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. საბჭოს წარმომადგენლების არგუმენტები იყო, რომ ათინა ონასისს არ აქვს არანაირი კავშირი ბერძნულ კულტურასთან, რელიგისა და ენასთან; ამასთან, მას არასდროს უსწავლია კოლეჯში და არც მუშაობის გამოცდილება გააჩნია.

მართლაც, ათინა ონასისს ტრადიციული გაგებით უმაღლესი განათლება არ მიუღია. უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად იგი ბელგიაში გაემგზავრა და ცხენოსნობის ცნობილ სკოლაში შევიდა. მან, აგრეთვე, გაიარა მოსამზადებელი კურსი ბრიუსელში და 2003 წლის ზაფხულში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა.

ნინო ბაჯელიძე

ათინა ონასის შესახებ გაიგეთ მეტი: ათინა ონასისი, ონასისების „ოქროს“ მემკვიდრე, 12 წლის შემდეგ საბერძნეთში ჩასვლას აპირებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close