მსოფლიოტექნოლოგიებიეკონომიკა

ჯანსაღი შოკოლადი შაქრის გარეშე – რა არის ახალი ტიპის შოკოლადის დამზადების საიდუმლო

შვეიცარიული შოკოლადის ინდუსტრია ყოველწლიურად 200 ათას ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია. შოკოლადის წარმოების ახალი მეთოდის დანერგვა მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

შოკოლადის ტრადიციული მეთოდით დამზადებისას კაკაოს ნაყოფი (თესლის გარდა) მინდვრებში რჩება და უბრალოდ ლპება. შვეიცარიელი მეცნიერების ახალი მეთოდით კი კაკაოს მთლიანი ნაყოფი გადამუშავდება. ამასთან, ეს მეთოდი შაქრის დამატებას არ საჭიროებს.

როგორც BBC წერს, ახალი სისტემა მეცნიერებმა ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეიმუშავეს კიმ მიშრას ხელმძღვანელობით. ისინი იყენებენ არა მხოლოდ თესლებს, როგორც ეს ტრადიციულად კეთდება, არამედ კაკაოს ნაყოფის რბილობს, წვენსა და ენდოკარდს (თესლების გარშემო არსებული გარსი). შაქრის როლს ამ შემთხვევაში კაკაოს წვენი ასრულებს, რომლისგანაც სიროფი მზადდება.

პროცესმა უკვე მიიპყრო იმ კომპანიების ყურადღება, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებით არიან დაკავებულები.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close