ეკონომიკამოგზაურობა

პირველი ივნისიდან საქართველოში შემოსვლაზე ახალი წესი ამოქმედდება უცხოელთათვის

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 1-ლი ივნისიდან მხოლოდ სამოგზაურო დაზღვევით იქნება შესაძლებელი. საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და დადგენილება სწორედ ამ დროისთვის დამტკიცდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა პირობებით მოუწევთ უცხოელებს დაზღვევის შეძენა.

თუმცა აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი წერს, რომ საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, სამოგზაურო დაზღვევა ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიებისგან შეიძინონ. უცხოური ტუროპერატორები თავიანთ კლიენტებს უკვე აფრთხილებენ, რომ უმჯობესია, დაზღვევის პოლისი მოგზაურობამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე შეიძინონ, რომ საქართველოს საზღვარზე პრობლემები მაქსიმალურად აიცილონ თავიდან.

10-დღიანი პოლისი, საშუალოდ, 45-90 ლარი ღირს.

დაზღვევამ 5000 დოლარის ოდენობის ამბულატორიული და გადაუდებელი სერვისები უნდა უზრუნველყოს, ასევე, 30 000 დოლარის სტაციონარული მომსახურება დაფაროს.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაგეგმილზე მეტი ხნით დარჩა, მას დაზღვევის ონლაინ განახლება შეუძლია ან საქართველოს სადაზღვევო კომპანიებისგან დამატებითი პაკეტი უნდა შეიძინოს.

აზერბაიჯანული სააგენტოს ცნობითვე, დაზღვევის არარსებობისთვის დაწესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. თუ ჯარიმა დროულად არ იქნა გადახდილი, დამატებითი საჯარიმო სანქციის სახით ის 600 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთ თვეში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხა გასამმაგდება და 900 ლარი იქნება.

წყარო: bpn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close