პოლიტიკასაბერძნეთი

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დროს ტაძარში ბერძენი პოლიციელი დააკავეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა საბერძნეთის გენერალური კონსულის დაცვის თანამშრომელი იერუსალიმის უფლის საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს დააკავეს. ამის შესახებ პორტალი neostrategy.gr იტყობინება.

„დაკავება მოხდა ასობით მომლოცველის, ისევე როგორც ბერძნული დელეგაციის თვალწინ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი კოცირასი, მაგრამ არცერთ მათგანს არ გაუპროტესტებია, ისევე როგორც ოფიციალურ ათენს“, – წერს პორტალი.

საბერძნეთის ოპოზიცია ამ ფაქტმა აღაშფოთა და ახსნა-განმარტება მოითხოვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ მომხდარს შეისწავლის. საბერძნეთის დეპარტამენტის ჩარევის შდეგად დაკავებული პოლიციელი გაათავისუფლეს.

„ჩვენ ველით საბერძნეთის მთავრობის რეაქციას ისრაელის მხარის ქმედებებზე ინციდენტის სერიოზულობის შესაბამისად“, – მოუწოდა უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, რადიკალურმა მემარცხენე კოალიციამ – პროგრესულმა ალიანსმა (SYRIZA – PA).

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close