ვიდეოსპორტი

ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიგო და ტატამიდან გასულს კი ხელი სთხოვეს (ვიდეო)

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა. ეს ეთერ ლიპარტელიანისთვის გრანდ სლემის ტურნირებზე მოპოვებული პირველი ოქროს სინჯის მედალია. 

ეს დღე ეთერ ლიპარტელიანისთვის გამორჩეული იყო კიდევ ერთი მიზეზით – ფინალის დასრულებისთანავე, ტატამიდან გასულ ძიუდოისტ გოგონას ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ უამრავი მაყურებლის თვალწინ ხელი სთხოვა.

თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე საქართველოს ნაკრების 16 წარმომადგენელი გამოვიდა, თუმცა მათგან მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანმა იმარჯვა.

სულ ასპარეზობაზე საქართველოს ნაკრები 43 სპორტსმენით (28 კაცი, 15 ქალი) არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, 23 მარტს, წინასწარ შეხვედრებსა და ფინალურ ბლოკებს შორის შესვენების დროს  ავთანდილ ჭრიკიშვილის დიდი სპორტიდან გაცილების ღონისძიება გაიმართება, ხოლო 24 მარტს, ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკებს შორის ვარლამ ლიპარტელიანს გააცილებენ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა. ოქროს მედლებს ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვერცხლის მედლის მფლობელები გიორგი სარდალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ,  ლაშა შავდათუაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო.

ნუცა ყაველაშვილი

3 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close