ვიდეომსოფლიო

ისლანდია ახალ ვულკანურ ეპოქაში შედის? – არსებობს ვარაუდი, რომ ამოფრქვევები შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს (ვიდეო)

ვულკანი დეკემბრის შემდეგ მეოთხედ ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. ვულკანი დედაქალაქიდან სამხრეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხალხი გამოიყვანეს ისლანდიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, „ცისფერი ლაგუნის“ ტერიტორიიდანაც, სადაც ამოფრქვევის დროს 500-იდან 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

დეკემბრის შემდეგ ეს მეოთხე და ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა.

დასახლებიდან ადგილობრივი მცხოვრებლები ვულკანის წინა ამოფრქვევის დროსაც გაიყვანეს – იანვარში გრინდავიკი 4000-მა მაცხოვრებელმა დატოვა. იანვარში ამოფრქვეული სვარტსენგის ვულკანის ლავამ გრინდავიკში რამდენიმე სახლი მთლიანად გაანადგურა.

თებერვალში მომხდარი ვულკანური აქტივობის დროს კი 20 000 ადამიანს ცენტრალური გათბობა შეუწყდა, რადგან ლავამ გზები და მილსადენები გაანადგურა.

ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა. „ბიბისის“ ცნობით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანური აქტივობის წინა პერიოდი მე-13 საუკუნით თარიღდება, როდესაც ამოფრქვევები ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა.

ამჟამინდელი ამოფრქვევა 2021 წლის შემდეგ მეშვიდეა და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ტერიტორია ახალ ვულკანურ ეპოქაში შედის, რომელიც შესაძლოა ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს.

მანანა ბანძელაძე

მსგავს თემაზე: ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

პომპეის მცხოვრებლები ვულკანის ამოფრქვევიდან 15 წუთში დაიღუპნენ – ახალი კვლევა

ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close