რჩევებიჰოროსკოპი

10 თებერვალს ნამდვილი დრაკონის წელი დგება – რომელია კარმული 2024 წლის მნიშვნელოვანი თარიღები

2024 წლის 10 თებერვალს ჩინური ახალი წელი დგება. აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, სწორედ ამ დღეს იწყება ახალი წელი და წლის მთავარი „მმართველი“ და სიმბოლო – მწვანე ხის დრაკონი საბოლოოდ დაიკავებს თავის „ტახტს“.

ჩინური ახალი წელი ოჯახის გაერთიანების, ოჯახური ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების დღესასწაულია. დრაკონის წელში სწორედ ამას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინელების რწმენით, ამ პერიოდში, ახალი წლის დადგომამდე უნდა იზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე, მოაგვაროთ ყველა ძველი კონფლიქტი და ჩხუბი დღესასწაულამდე, სითბო და ყურადღება გამოიჩინოთ ოჯახის თითოეული წევრის მიმართ. შედეგად კი მწვანე ხის დრაკონის წელი იღბლიანი იქნება თქვენთვის და წარმატებას და კეთილდღეობას მოგიტანთ.

იმისთვის, რომ ახალ წელს იღბალი და ფინანსური კეთილდღეობა მოიზიდოთ, საახალწლო ჩაცმულობისათვის მწვანე, ოქროსფერი და წითელი ფერები აირჩიეთ. თუ ჩამოთვლილი ფერების საფულეს, ან ჩანთას აჩუქებთ საყვარელ ადამიანს, ეს მას იღბალი გაუღიმებს.

2024 წლის მნიშვნელოვანი თარიღები

8 მარტი – დედამიწის მაღალ ვიბრაციაზე გადასვლის დღე. არ გაუშვათ ხელიდან ცოდნის შეძენის, ახალი და საჭირო ინფორმაციის მიღების შანსი.

12 აპრილი – განწმენდის რთული, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი დღეა. სასურველია მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყოთ, რათა თვითონაც მაქსიმალურად „გასუფთავდეთ“ და თქვენ გარშემო სივრცეც სრულად გაწმინდოთ.

11 მაისი – ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი დღეა. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე ახლობლებთან ერთად. არ აჰყვეთ ცდუნებებს, საღი გონებით და მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

14 ივნისი – ძლიერი ენერგეტიკული ნახტომის დღე. სასურველია განახორციელოთ ცვლილებები, განაახლოთ გარდერობი და ბინის ინტერიერი, რათა თქვენმა საცხოვრებელმა გარემომ მეტი სიმყუდროვე შეიძინოს.

5 ივლისი – მეტად ემოციური დღეა. მაქსიმალურად ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და თავშეკავება გამოიჩინეთ, არ ღირს ყველა წვრილმანზე მტკივნეულად რეაგირება და საკუთარი განცდებით სხვების შეწუხება.

10 სექტემბერი – ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა. მართალია, ბევრისთვის შინაგანი გარდაქმნა რთული და მტკივნეული იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს რეალობასთან პირისპირ შეხვედრა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში გაურბოდა.

2 ოქტომბერი – მზის დაბნელება. ბევრს იზოლაციის, მარტოობის შეგრძნება გაუჩნდება, რადგან ახლობლებთანაც  გაუჭირდება ურთიერთობა.

24 ნოემბერი – მორიგი ტრანსფორმაციის დღეა, თუმცა ამჯერად მოგიწევთ, საკუთარი სურვილები დაივიწყოთ და ეცადოთ, სამყაროსგან ნაკარნახევი მინიშნებები ამოიცნოთ, რათა ცვლილებები მათ შესაბამისად განახორციელოთ.

თამთა გურული

ბედისწერის გასაღები ანუ რაზე მიანიშნებს ადამიანის დაბადების საათი?

ბედისწერის გასაღები ანუ რაზე მიანიშნებს ადამიანის დაბადების საათი?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close