მსოფლიოპოლიტიკა

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას ჯერჯერობით მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზებით მიუერთდება

ავსტრიელი პარლამენტარების განცხადებით, სანამ რუმინეთი და ბულგარეთი სრულად ინტეგრირდება შენგენის ზონაში, ჯერ ევროკავშირმა ბლოკის გარე საზღვრები უნდა გაამაგროს და არსებული პრობლემები აღმოფხვრას.

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა ამ ორი ქვეყნის შენგენის ზონაში ნაწილობრივ ინტეგრირების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან მოგზაურობა შენგენის სხვა ქვეყნების მიმართულებით, როგორც თვითმფრინავით, ისე გემებით ყოველგვარი შემოწმებების გარეშე იქნება შესაძლებელი.

თუმცა არ გახსნილა სახმელეთო საზღვარი, ეს გადაწყვეტილება ავსტრიის ხელისუფლებამ, უკანონო მიგრაციის საფრთხის გამო დაბლოკა.

„ავსტრიას ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური მიდგომა აქვს. გვინდა გამოსავალი ვიპოვოთ. როგორც ყოველთვის ვამბობდი, გვინდა ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში ვიხილოთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს შესაძლებელი არ არის, რადგან ევროკავშირის გარე საზღვრები სათანადოდ ჯერ დაცული არ არის. ამიტომ ავსტრიის პოზიციაა, რომ ჯერ ეს პრობლემები და მიგრანტთა ნაკადების საკითხი უნდა მოგვარდეს. შემდეგ კი, გავაფართოოთ შენგენის ზონა“, — აცხადებს ლუკას მანდლი, ევროპის ხალხთა პარტიის წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიას ევროკავშირის სახელმწიფოები ესაზღვრება, ქვეყანაში მაინც ღელავენ თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის გაზრდაზე.

თუმცა წესით, ევროკავშირის კანონმდებლობით, თავშესაფრის მოთხოვნა მიგრანტებს მხოლოდ იმ ქვეყანაში შეუძლიათ, სადაც ისინი პირველად შევლენ.

„ყველამ ვიცით, რომ ამ წესს ბევრი სახელმწიფო არ იცავს, განსაკუთრებით, უნგრეთი, და სხვებიც. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალში, როდესაც მიგრანტები ბულგარეთში ან რუმინეთი მოხვდებიან, მათზე პასუხისმგებლობას ეს ორი ქვეყანა აიღებს“, — ამბობს ლუკას მანდლი.

რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურთან, ფრონტექსთან ერთად, საზღვრების გაძლიერებაზე მუშაობს. ორივე ქვეყანა შენგენის ზონას საზღვაო და საჰაერო გზით 31 მარტს შეუერთდება. სახმელეთო საზღვრების გახსნის თაობაზე კი, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close