ვიდეოხელოვნებასაბერძნეთი

საბერძნეთში 25 და 26 იანვარს ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე” კონცერტებს გამართავს (ვიდეო)

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ საბერძნეთში მიემგზავრება.  

„მართვე” 50 ბიჭის შემადგენლობით (სამხატვრო ხელმძღვანელი – მიხეილ ჯავახიშვილი, ლოტბარი – ვარლამ ქუტიძე) მსმენელის წინაშე თესალონიკში, ათენსა და კუნძულ კერკირაზე წარდგება.

ათენში ანსამბლ „მართვეს” პროგრამა ორ საღამოს მოიცავს, რომელზეც შესაძლებელი იქნება ფართო საზოგადოების დასწრება:

25.01.2024, ხუთშაბათი

18:00 საათი: ათენის წმ. პანტელეიმონის სახ. ტაძარი.

19:00 საათი: ათენის ისტორიული კინოთეატრი „სტუდიო” (Studio New Star Art Cinema), სადაც შესრულდება ცერემონიალი – ბერძნული და ქართველი საზოგადოების წარმომადგენელთა თანდასწრებით გაიხსნება გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის – ოთარ იოსელიანის სახელობის სავარძელი, შესაბამისი წარწერით, გაიმართება მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „მართვე” და ათენში მოქმედი მუსიკალური სტუდია „კავკასია”.

საღამოს ბოლოს ნაჩვენები იქნება ოთარ იოსელიანის ადრეული ფილმი „გიორგობისთვე”, ბერძნული ტიტრებით.

26.01.2024, პარასკევი

19:00 საათი – მელისიის წმ. ცხოველმყოფელი წყაროს სახელობის ტაძარში გაიმართება მცირე კონცერტი, რომელიც ქართულ-ბერძნულ მეგობრობას მიეძღვნება.

გასტროლები დასრულდება კუნძულ კერკირაზე (კორფუ) 27 იანვარს დაგეგმილი IV ქართულ-ბერძნული კულტურული დიალოგის დასკვნითი გალაკონცერტით.

„მართვეს“ გასტროლები ანსამბლისა და ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დაიგეგმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close