ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეოთხედ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ვიდეომოლოცვა იტალიიდან

GFF Awards 2023-ზე ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ (2020, 2021, 2022, 2023) დაასახელეს, რაც რეკორდია.

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას  ვერ დაესწრო, რადგან 29 დეკემბერს „ნაპოლის“ შემადგენლობაში იგი 2023 წლის ბოლო მატჩს გამართავს „მონცასთან“. კვარამ GFF Awards 2023-ის დამსწრეებს ვიდეოჩანაწერით მიმართა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო. ზედიზედ ოთხჯერ გახდე წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან დიდი პატივია და ამისთვის ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება 2024 წელს, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული წელი იქნება და ყველა იმ ოცნებას ავიხდენთ, რაც ყველა ქართველს გააჩნია.

აქვე მინდა, რომ ყველას წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერება, წარმატებები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობა გისურვოთ. დაესწარით მრავალს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ – წარმატებები!“ – ამბობს წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ვიდეომიმართვაში.

ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

რაც შეეხება სხვა ჯილდოებს, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად იტალიური „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი დაასახელეს.

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო კი ნათია დანელიამ მიიღო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close