ქართველები უცხოეთშისპორტი

თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატში ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატში ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. მან ეს აღიარება შედეგიანი და წარმატებული თამაშით მიიღო.

თოკოს „ვირტუსი“ ხუთიდან ხუთი მოგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ქართველის მონაგარი ასეთია:

საშუალოდ, თამაშში 14,5 ქულა, ორქულიანების სიზუსტე – 65,4%, სამქულიანების – 50%, საჯარიმოების – 75%. 6,3 მოხსნა, საიდანაც 5,3 დაცვაზე მოდის და 3,8 პასით, საშუალო რეიტინგი 19,5, ხოლო წუთები – 23,5.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში თორნიკე ევროლიგის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ – MVP-დაც დაასახელეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close